პირველი მილიონი უკვე შეგროვდა, მაგრამ უწყვეტი მარათონი ისევ გრძელდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროოფის მქონე მოზარდებისთვის გახსნილ ანგარიშს თანხა ისევ ყოველ წუთიერად ემატება.
ერთ ლარიან კამპანიაში უკვე 100-ზე მეტი კომპანია ჩართული, მათ შორის არიან კაფეები, თეატრები, მაღაზიები, გამომცემლობები, – “ბიბლუსი”, “ბაკურ სულაკაურის წიგნების გამომცემლობა”, “ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი”, “ლილია” თეატრი სახელოსნო, სამეფო უბნის თეატრი და ა.შ.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.














კომენტარები