საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ელჩის 4-წლიანი მანდატი 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა, თუმცა, როგორც “პირველებს” განუცხადეს, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებით, ეს ვადა დაახლოებით ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.
შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკი საქართველოში თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის სექტემბერში შეუდგა.














კომენტარები