დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მწვანე ბარათის“ მისაღებად ახალ წესს აწესებს, რომლის თანახმადაც, აშშ-ში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა სურთ, „მწვანე ბარათის“ მისაღებად განაცხადი აშშ-ის დატოვებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გააკეთონ.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს რესურსებს გამოათავისუფლებს, რათა ვიზებთან დაკავშირებით სხვა საქმეები განიხილოს.
USCIS-ის მიერ მიღებული ახალი წესი „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ გამონაკლისებს ითვალისწინებს.
როდესაც უცხოელები განაცხადს თავიანთი ქვეყნებიდან აკეთებენ, ეს იმ პირთა პოვნისა და გაძევების აუცილებლობას ამცირებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვაზე უარის შემდეგ მიმალვას ან აშშ-ში არალეგალურად დარჩენას ირჩევენ. დროებითი ვიზის მქონე პირები, როგორიცაა სტუდენტები, დროებითი მუშები ან ტურისტული ვიზის მქონე პირები, აშშ-ში მოკლე ვადით და კონკრეტული მიზნით ჩამოდიან. ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მათ ქვეყანა ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვონ. მათი ვიზიტი „მწვანე ბარათის“ მიღების პროცესში პირველი ნაბიჯის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.














კომენტარები