ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
რადგან ადამიანს, რომელიც საპატრიარქოში ავტომანქანით შევარდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – დანაშაულის ფაქტი სახეზეა და ამას ვერავინ უარყოფს – ახლა დავწერ კონკრეტულ ფაქტს.ფაქტები, ვიცი მე, არავის უყვარს, მაგრამ მაინც…28 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის, (ეს ის დღეა, პატრიარქობის სამი კანდიდატი რომ გამოირჩა) თბილისში, ვაჟა-ფშაველას 11-ში მდებარე თბს ბანკის ფილიალის მიმდებარედ გაჩერდა ავტომანქანა პრიუსი (355), საიდანაც გადმოვიდა საპატრიარქოს თანამშრომელი, ყველასათვის ცნობილი (ჩემსავით უცნობი კი არა) ანდრია ჯაღმაიძე. ჯაღმაიძე გაემართა ბანკის მიმართულებით. ბანკის კიბეებზე შეხვდა სავარაუდოდ, ნაცნობს – მას გამოელაპარაკა და შევიდა ფილიალში. ფილიალიდან გამოსვლის შემდეგ იგი კვლავ ჩაჯდა ავტომობილში და დატოვა ტერიტორია.
ახლა კითხვა: – რამდენად ხშირად სარგებლობდა ანდრია ჯაღმაიძე ან საპატრიარქოს სხვა თანამშრომლელი ამ ტაქსის მომსახურეობით?
– მგზავრობისას ხომ არ შეატყო ანდრია ჯაღმაიძემ მძღოლს, რომ ის ფსიქიკურად ვერ იყო ჯანმრთელი? და თუ შეატყო, აცნობა თუ არა პოლიციას?– ბრალდებულმა როსტომ მაზმიშვილმა, როგორც დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, “3 წელია პატრიარქთან შეხვედრა მინდა და ვერ მოვახერხეო”, ხომ არ სთხოვა სასულიერო პირს შუამდგომლობა?
– განუცხადა თუ არა ანდრია ჯაღმაიძემ გამოძიებას, რომ მძღოლი ან ავტომანქანა მისთვის ნაცნობი იყო?
– დაესვა თუ არა ბრალდებულ მაზმიშვილს კითხვა – მომსახურებია (ემსახურებოდა) თუ არა სასულიერო პირებს, კონკრეტულად ვის და რა ინტენსივობით?– რამდენად ხშირად არღვევდა მძღოლი მოძრაობის წესებს?ამ კითხვების დასმით, არანაირად არ ვდებ ბრალს არავის ჩადენილ დანაშაულში – ვინც შევარდა საპატრიარქოს ტერიტორიაზე ცნობილია, ისევე როგორც ტაქსით სარგებლობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიისა და სტატუსის მოქალაქეს.ეს ყველაფერი საინტერესოა, მისი ქმედების ზუსტი მოტივის განსასაზღვრავად.დასასმელია სხვა უმარავი კითხვაც.














კომენტარები