ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
2026 წლის 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შექმნა მართვადი ავიაბომბი (КАБ) რომელსაც ისე ისვრი, რომ თვითმფრინავებს მტრის ჰაერსაწინაამდეგო სისტემების მოქმედების ზონაში შეფრენა არ უწევთ. КАБ მიფრინავს 30-50 კმ და აქვს საკუთარი დამიზნების სისტემა.
აქამდე ასეთი ავიაბობმბებს დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ (წელიწადი დაჭირდათ) უკრაინელები შეზღუდული რაოდენობით იღებდნენ პარტნიორებისგან, მაშინ როცა რუსები КАБ-ბით სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ უკრაინელებს. ახლა ეს ბომბები მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას აკონტროლონ ფრონტის ხაზთან მდებარე მტრის ზურგი.
უკრაინელები წარმატებით ახერხებდნენ დრონებით მტრისათვის „ქილ ზონის“ 20-25 კმ-ის სიღრმეზე შექმნას და რუსულ ნაწილებს შევსების, მომარაგების და დაჭრილების ევაკუაციის უზარმაზარ პრობლემები ჰქონდათ. ახალი იარაღით, უკრაინელები რუსების ახლო ზურგში “ქილ ზონის” სიგრძეს მინიმუმ ორჯერ გაზრდიან, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს რუსების მდგომარეობას.
ახალი იარაღი შექმნა DG Industry-მ, მან უკვე გაიარა ტესტები, Brave1-ის ფარგლებში შექმნა და თავდაცვის სამინისტრომ იყიდა ამ ბობმბების საწყისი პარტია.
Brave1 ცალკე უნდა დავწერო. უკრაინის მთავრობის ეს ოფიციალური defense-tech პლატფორმა დაარსდა 2023 წლის აპრილში ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ინიციატივით. იგი მუშაობს როგორც ერთიანი ჰაბი, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს, სტარტაპებს, სამხედროებს, მთავრობას, ინვესტორებსა და წარმოებას. მიზანია, ნოვაციების იდეებიდან ფრონტის ხაზზე გამოყენებამდე მინიმალურ დროში მიტანა.
როგორ მუშაობს Brave1?
1. ნებისმიერი დეველოპერი ან კომპანია რეგისტრირდება საიტზე (brave1.gov.ua), ატვირთავს პროექტს (დრონი, რობოტი, EW სისტემა, AI და ა.შ.).
2. პროექტი იღებს შეფასებას გენშტაბის, თავდაცვის სამინისტროს, სტრატეგიული ინდუსტრიებისა და სხვა უწყებებისგან. პრიორიტეტული იდეები იღებენ სწრაფ ტრეკს (certification, ტესტირება).
3. მხარდაჭერა: – გაცემულია მილიონობით დოლარი გრანტი. ტესტირება (Test in Ukraine პროგრამა). სერტიფიკაცია- NATO სტანდარტებით.
4. Brave1 Market — ონლაინ მარკეტფლეისი (2025 წლიდან), სამხედრო ქვედანაყოფები პირდაპირ ყიდულობენ ტექნიკას (ფულით ან „combat points“-ით, განადგურებული მტრის ტექნიკისთვის ბონუსებით).
5. ინვესტორების მოზიდვა, საერთაშორისო თანამშრომლობა (NATO – სთან UNITE-Brave პროგრამა), კონფერენციები (Defense Tech Valley).
2026 წლის მდგომარეობით Brave1-ის პროგრამით:
1. რეგისტრირებული პროექტები: 3500–5000+.
2. მწარმოებლები: 1500–2300+.
3. გრანტები: 700+ გრანტი, ასეულობით მილიონი გრივნა/დოლარი
4. Brave1 Market-ის მეშვეობით: მხოლოდ 6 თვეში 240 000 დრონი + UGVs და სხვა ტექნიკა შეუკვეთეს სამხედროებმა (ზოგ შემთხვევაში ერთ დღეში 700 მლნ გრივნის შეკვეთები).
5. დაიწყო ათობით პროდუქტის (FPV დრონები, საზღვაო დრონები, სახმელეთო რობოტები, EW სისტემები, guided bombs და ა.შ.)სერიული წარმოება
6. AI და ინოვაციები: 300+ AI პროექტი, 70+ უკვე ფრონტზე.
8. საერთაშორისო: ინვესტიციების მოზიდვა (აშშ, ევროკავშირი), NATO-სთან თანამშრომლობა, Defense Tech Valley ღონისძიებები (ათასობით მონაწილე, $100M+ ინვესტიცია ერთ ღონისძიებაზე).შედეგად: უკრაინა გადავიდა „დრონების არმიიდან“ სრულფასოვან defense-tech ეკოსისტემაზე. ეს პლატფორმა დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი წარმოების სწრაფად განვითარება ომის პირობებში.
ეს გააკეთა უკრაინის მთავრობის ალბათ ყველაზე უფრო კრეტიულმა ადრე ციფრული ტრანსფორმაციის, ახლა კი თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფიოდოროვმა, რითაც ფაქტიობრივად გადაარჩინა უკრაინა და მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყნის დამოკიდებულება საზღვარგარეთიდან მოწოდებულ იარაღზე.
P.S. ჩვენ ამ დროს რითი ვართ დაკავებულები, რისთვის ვიყნებეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს? ჩინეთიდან მოვიწვიეთ ჩინეთში ინტერნეტის მთავარი ცენზორი, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის (CAC) დირექტორი, ჭუანგ ჟუნგვენი და მისი ვიზიტის შემდეგ შსს-ში ვქმნით სამმართველოს, რომელმაც უნდა გააკონტროლოს თუ რას წერენ ჩვენი მოქლაქეები სოციალურ ქსელებში!
ეს ვართ ჩვენ, ისაა უკრაინა!














კომენტარები