• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის ნახევარი “გაზპრომის” იქნება”– რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:31 05-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,695

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

გაზპრომს მიგვაბეს! საქართველო გაზს ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენიდან აღარ მიიღებს.
აზერბაიჯანთან გაზის ხელშეკრულებით, რომლის შინაარსსაც არ ამხელენ, როგორც ჩანს, საქართველომ 20 წლით დათმო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში გაზის გატარების კუთვნილი სივრცე და გადასცა იგი აზერბაიჯანს. საქართველო გაზს მხოლოდ ძველი, ამორტიზებული საბჭოთადროინდელი ყაზახი-საგურამოს მილსადენიდან მიიღებს. ამ ვიწროდიამეტრიან გაზსადენს, სიძველის გამო მხოლოდ 2,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. მომავალში, გაზის მოხმარების ზრდის კვალობაზე, ერთადერთი ალტერნატივა რუსეთისგან გაზის იმპორტი იქნება, რადგან აზერბაიჯანიდან მისი შემოტანა ფიზიკურად შეუძლებელი გახდება. უკვე დღესაც შეიმჩნევა მსგავსი რამ: მესამე წელია ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში ჩვენს კუთვნილ სივრცეს იყენებს აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდების გასაზრდელად, პარალელურად კი იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი.
20 წელიწადში საქართველოში გაზის მოხმარება გაორმაგდება და 5-6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. დღეისათვის 3,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოვიხმართ. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის ნახევარი “გაზპრომის” იქნება.
დღემდე საქართველოს აზერბაიჯანიდან ტექნიკურად შეეძლო დაახლოებ 4-4,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტირება მილსადენების გამტარუნარიანობიდან გამომდინარე-2,5 მილიარდი ძველი, ყაზახი-საგურამოს მილიდან, 1,5 მილიარდი ბაქო-თბილისი-ერზერუმიდან. ეს უკანასკნელი 20 წლით დავკარგეთ. არც ის არის გამორიცხული, რომ სამუდამოდაც. არავინ იცის რას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved