• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღმერთის გარდა, ძლიერი არავინაა. იმიტომ არიან ჩვენი მეუფეები ძლიერები, რომ ეს ყველამ დაინახა” – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
15:31 05-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,247

ბოდბელი  მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ქადაგების დროს, პატრიარქის არჩევის დეტალებზე საუბრობს და ამბობს:

თავიდან წავიდა დებულების კრიტიკა, რატომ არის მაგალითად 70 წელი ჩაწერილი, რაც “ჩამკეტი” იყო რეალურად. რატომ არის, რომ უმაღლესი განათლება მოეთხოვება? ნუთუ შეიძლება ეპისკოპოსები გაუნათლებლები იყვნენ? აქ მთავარი რა იყო-საბოლოოდ, როცა არჩევნები ჩატარდა, ჩვენ ყველა ღვთის ნების ძიებაში ვიყავით, აბსოლუტურად ყველა. ვერავინ იტყოდა, მე ვიცი ღვთის ნებაო. მით უმეტეს, ჩვენ ისეთი პატრიარქი გვყავდა, არ იკადრებდა იმას, რაც სულიწმიდის გადასაწყვეტი იყო, თვითონ ეთქვა, ასე მოიქეცით და ისე უნდა იყოსო. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოგვერჩია ვინ უნდოდა ღმერთს. 15 ადამიანს შეეძლო ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. 15-დან 9-მ საბოლოოდ უარი თქვა. 6 იყო, ჩატარდა ტური და 3 ადამიანი გამოვიდა. საბოლოოდ, აქ დამარცხებული არავინ არის, ეკლესიამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ მთავარია ღვთის ნება გავიგეთ. ღვთის ნებას როცა გაიგებ და აღასრულებ, ამაზე დიდი არაფერი არის, თორემ ის, რომ ვიღაცას ვიღაც უფრო მეტად უყვარს, ეს არაფერი არის ღვთის წინაშე. ეს ისეთი ჯვარია, ყველას არ შეგვიძლია მისი ტვირთვა. ყველა აბსოლუტურად ღირსეული იყო, ჩემ გარდა, 38 ყველა ღირსეული იყო. თქვენ გგონიათ იმიტომ იყო საუბრები, რომ ვიღაცას მაინც და მაინც პატრიარქობა უნდოდა? ყველას უნდოდა რაღაცაზე უარი ისე არ ეთქვა და ღვთის ნების წინააღმდეგ არ წასულიყო. რატომ არის შეზღუდვა 70 წელზე? რატომ არის, რომ დიპლომი სჭირდება? ყველა ამის განკითხვაში ვიყავით, ვისაც სიმპათიები გვქონდა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ღირსეულები არიან. ძალიან მიყვარს ის მეუფეები. რაც მოხდა, მის მერე უფრო შევიყვარე…

ჩვენთან იყო 70 წელი და დიპლომი, მაგრამ დავიწყეთ: „რატომ, ის ხომ ღირსეულია? ისიც ხომ ღირსეულია, ვისაც დიპლომი არ აქვს, მაინც და მაინც ქაღალდია საჭირო?” შეხედეთ, თუ იქ ადამმა და ევამ გამოცდა ვერ ჩააბარა, ჩვენს სინოდში იმ ადამიანებმა გამოცდა ჩააბარეს. დავიჯერეთ, რომ ღვთის განგებით იყო. შეხედეთ, ღვთის ხელში ხართ მოხვედრილი. ღვთაებრივმა სიბრძნემ გაიმარჯვა და არა ადამიანების [განცხადებამ], რომ ის ძლიერია… ღმერთის გარდა, ძლიერი არავინ არის. იმიტომ არიან ჩვენი მეუფეები ძლიერები, რომ ეს ყველამ დაინახა. როდესაც უწმინდესი შიო რეგალიებს იღებდა, ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატები იყვნენ ან მოიაზრებოდნენ, ყველამ სიხარულით გადასცა. ძმები ვართ ჩვენ, მით უმეტეს ერთი ადამიანის ნაკურთხები ვიყავით. ქრისტე სხვას არაფერს გვასწავლის. ჩვენ არ ვიბრძვით ამ ქვეყანაზე პირველობისთვის. ხშირად სხვადასხვა ხელისუფლებები ეკლესიას კონკურენტად, ძალაუფლების განყოფად მოიაზრებენ. მერწმუნეთ, ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს იმიტომ, რომ ქრისტეს გზას მივყვებით. მიწიერი დიდება ჩვენთან, უმრავლესობაში არაფერი არის. ჩვენმა ეკლესიამ ხალხთან ერთად ჩააბარა გამოცდა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან ასევე თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ისეთ რაღაცებს თხოვენ, რაც ეკლესიის საქმე არ არის.

უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა, ეკლესიის მართვაც ვიცით და ჩვენ რაც გვეხება ის მოგვთხოვეთ და ძალიან ხშირად ისეთ რამეებს გვთხოვთ ხოლმე, რაც ჩვენი საქმე არ არის და უშუალო საქმეს მაინც ნუ მოწყვეტთ, თორემ დანარჩენსაც თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტინოთ, ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი…” – თქვა მეუფემ. 

თეგები: მეუფე იაკობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved