თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა:
ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. ეს აშინებთ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში აქ საშიში არაფერია… ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელმა საქართველომ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა. ყველა უნდა გავასამართლოთ ამ სასამართლო დარბაზში. დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ ამ „ქოცების“, პროკურორების გასამართლება.
დღეს წინასასამართლო პროცესია, საქმე ეხება ახალაიას მხრიდან დამხობისკენ მოწოდების ბრალდებას. ბაჩო ახალაიას თქმით, თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან მოსამართლეს მიმართა, აღნიშნული საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადავიდეს.
„საქმე არ უნდა გადაეცეს არსებით განხილვას იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ აქვს იმის მორალური უფლება, გაასამართლოს მეორე იმის გამო, რომ მას უნდა საოკუპაციო რეჟიმის დამხობა“, – განაცხადა ახალაიამ.














კომენტარები