• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას გულისხმობს, ამ 5 ლარიანს, ამ საკვების მაგვარს, ბინძური, სველი, აყროლებული ყუთებიდან დატაცებულს…” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
21:44 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

მხოლოდ ეს იყო ამოყიდული, რომელსაც გარკვევით ეწერა, რომ ყველიც არაა და “ყველის მაგვარია”, მხოლოდ ეს იყო გაყიდული სრულად, ხო, ამ სველი, აყროლებული, ბინძური ქაღალდის ყუთიდან, მხოლოდ ეს ყველისმაგვარი იყო ამოყიდული ყველის სექციაში, სხვა ყველისმაგვარები, ზოგს ყველიც კი რომ აწერია, თაროებზე მჭიდროდ და მრავლად იყვნენ შემოკონწილებულნი.
ეს იმიტომ კი არ გაიყიდა, რომ რომელიმეს სჯობდა, იმიტომ გაიყიდა, რომ 5 ლარი ღირდა, დაწყევლილი 5 ლარი, საშოვნელად – რთული და დასახარჯად ასე გაუფასურებული 5 ლარი.
და მძულს ყველა მეწარმე, ყველა ბიზნესი, ვინც გადაწყვიტა, რომ ღატაკებზე აკეთოს ფული, ოღონდ, არაპატიოსნად. კი, ღატაკებზე გათვლილი ბიზნესი ბევრად მეტს შოულობს.
კობახიძეს რომც მოეწონოს რომელიმე რესტორანი, შეიძლება ხვალ, სხვა, ახალი რესტორნის სამზარეულოს გაცნობა მოუნდეს, ისე, რომ ფასიც არ იკითხოს. რა ბრენდიც უნდა მოეწონოს, ერთ ბრენდს არასოდეს ჩაიცვამს, რამდენიმეს შეუხამებს.
მაგრამ, როცა ღატაკზე ყიდი პროდუქტს და იცი, 5 ლარს თუ დაადებ, იყიდის, ისიც იცი, რომ ის სხვაგან წამსვლელი არაა, არ აქვს სხვაგან წასასვლელი დრო და ფული, ენერგიაც კი არ აქვს სხვაგან წასასვლელი.
ღატაკებზე რომ ფულს აკეთებ და იცი, რომ არ აქვს წამლის ფული, არ აქვს ექიმის ფული, ფეხსაცმლის ფულიც არ ქონდეს შეიძლება და გზის ფული და ასეთი პროდუქტისთვის რომ იმეტებ, თან არიგებ, ამ მაგვარით ქართული ხაჭაპური უნდა დააცხოო, ხარ უნამუსო.
და ისე ამაყად მიუტანენ დედები და მამები, ამ 5 ლარიან ყველს შვილებს, მოხუცებს, ამაყები, რომ დაზოგეს, და ყველიც მოუვიდათ, რომ მიუსწრეს და მოასწრეს ყიდვა…
მერე რა, რომ ყველის მაგვარი აწერია…
სიცოცხლე მეზიზღება ამის წარმოდგენისას, კანი მეწვის…
თუ გაიხარებთ, მაგასაც ვნახავთ.
კობახიძე, ერთი ღარიბაშვილმა გაიხარა, მეორე – გახარიამ და მესამეც – შენსასაც ვნახავთ.
გამოვა ახლა ბიძინისა და იტყვის, რა გინდათ, ყველი შეიძლება 5 ლარადაც კი იყიდო ნახევარი კილოო.
დავცინებთ.
ვირბენთ მერე ბაზარში და ვიკითხავთ რა ღირს ნორმალურის მსგავსი ყველი და არსად ეღირება ნახევარი კილო 5 ლარი.
ოღონდ, არ გულისხმობს კობახიძე ნორმალურ საკვებს, არა, რატომ გგონიათ, რატომ ჩათვალეთ, რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ნორმალური საკვების ღირსად თვლის ხალხს?
ამას გულისხმობს, ამ 5 ლარიანს, ამ საკვების მაგვარს, ბინძური, სველი, აყროლებული ყუთებიდან დატაცებულს და სახლში მაინც სათუთად და ამაყად მიტანილს…
ჯერ რომ აქამდე მიიყვანეს ხალხი, ეგ იყო ტრაგედია და ახლა ეს დამსახურებული ტრაგი–კომედიაა, მადლობაც რომ უნდათ ვუთხრათ აქამდე მიყვანის გამო…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved