• რეკლამა
  • კონტაქტი
14:44, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ებოლას ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს”– მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:35 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
ებოლას ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ ჯანმომ ებოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც ბევრი შეაშფოთა. თუმცა, ცხადია, ჯანმოს ეს განცხადება არ ნიშნავს პანდემიას, ვირუსის გავრცელება აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანას არ გაცდენია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს.
ვირუსის გავრცელება დაიწყო კონგოში და ახლა შემთხვევები უგანდაშიც რეგისტრირდება. ამჟამინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 134 სიკვდილის შემთხვევა. 500-ზე მეტი პაციენტი საეჭვოა ებოლაზე.
ერთი პაციენტი, რომელიც არის აშშ მოქალაქე, გადაყვანილია სამკურნალოდ ბერლინში.
ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან, ასევე დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ჰაერის გზით ებოლას ვირუსი არ გადადის.
ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდეა.
სიმპტომებია ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, კუნთების და თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გამონაყარი, მძიმე შემთხვევებში სისხლდენა სხვადასხვა ორგანოდან, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა. სიკვდილობის მაჩვენებელი 25-დან 90%-დეა.
ვაქცინა არსებობს ებოლას სხვა, ზაირის ქვეტიპის წინააღმდეგ და სხვადასხვა აფეთქებების დროს ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ვაქცინა ამჟამად მიმდინარე ეპიდემიის გამომწვევი ქვეტიპის მიმართ არაეფექტურია.
წარსულში ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია იყო 2014–2016 წლებში, რომლის დროსაც ინფიცირების დაახლოებით 28 ათასი და სიკვდილის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved