• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველო მაჩანჩალას მდგომარეობაში აღმოჩნდა” – ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
13:38 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურების ფონზე, საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს:

აქ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მიმართულებით გაიხსნება მოლაპარაკებები. ეს მეორეხარისხოვანია პირველი ეტაპისთვის. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან მნიშნელოვანი ხდება, როდესაც პროცესი დაიწყება, მაგრამ ამ წუთას მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყოს. სულ რომ ერთი მიმართულება გაიხსნას მხოლოდ, ეს უკვე იქნება უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც ამ ორი ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის საკუთარი დანაპირებები შესრულების გზაზე. და, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი მოძრაობა არის ძალიან მძიმე საყურებელი, მძიმე მოსასმენი, მძიმედ აღსაქმელი, იმიტომ, რომ, რაღაც დაგვიოგროვდა ეს გამოთქმა და სულ ვამბობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა, რომ ერთ დროს მოწინავე ქვეყანა საქართველო ახლა სრულიად მაჩანჩალას მდგომარეობაში აღმოჩნდა და გაჩნდა ალბათობა ყოველ ჯერზე, როდესაც მკვეთრი მოძრაობა განხორციელდება უკრაინას და მოლოდვას მიმართულებით, გაჩნდება იმის საფრთხე, რომ ჩვენ, უბრალოდ, პროცესის მიღმა დავრჩეთ, რომ ეს იყოს არა უბრალოდ დაგვიანება, არამედ პროცესი მიღმა დავრჩეთ. სადაც გავჩერდით, იქიდან ჩვენ ვერ დავიწყებთ, იმიტომ, რომ სადაც გავჩერდით, იქიდან ძალიან უკან წავიდა საქართველო, ამიტომ სასქართველოს საშინაო დავალებების სია გაცილებით უფრო გრძელია დღეს, ვიდრე იყო იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გავჩერდით. 2030 წელი ძალიან ახლოსაა. 2030 ხვალ მოვა, ძალიან ახლოა, მოსახვევშია, ამიტომ ძალიან ცოტა დრო რჩება იქამდე, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია, პროცესის შემობრუნება და ჩაბმა 2030 წლის გაფართოების მატარებელში, – ამბობს თინა ხიდაშელი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved