“ყველას მამა მოვიდა… მამაჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს” – ასეთი წარწერიანი პერანგით მივიდა სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის ქალიშვილი ბოლო ზარზე.
დღეს სკოლებში ბოლო ზარია, მოზარდები სკოლის დასრულებას ზეიმობენ, გოგონას კი, რომლის მამასაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წელი მიუსაჯა, დღეს პერანგზე მამის ფოტო ჰქონდა გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგ ტერიშვილს და კიდევ სინდისის 10 პატიმარს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.














კომენტარები