ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დამკვიდრებულია და ყველაზე ხშირად ისმის, რომ კაცი-კაცია, მასკულინობაზე დგას ქართველობა – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რეალობა კი არის ის, რომ ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა, ძალიან ბევრი ქალი კაცების “დანოსებით“ არიან დაჭერილები.
ზუსტად ერთ-ერთი ასეთი ქალია დედაჩემი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გაანეიტრალებს,- თქვა გეგუჩაძემ.
ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დამკვიდრებულია და ყველაზე ხშირად ისმის, რომ კაცი-კაცია, მასკულინობაზე დგას ქართველობა, რომელსაც თვითონ წარმოგიდგენენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. რეალობა იცით რა არის? ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა, ძალიან ბევრი ქალი კაცების “დანოსებით“ არიან დაჭერილები. ამ კაცებმა, რომლებიც გველაპარაკებიან კაცობაზე და ქართველობაზე, არაფრის გამო დააჭერინეს ქალები. მ ზია ამაღლობელმა დაკარგა მხედველობა, დღეს ძალიან ბევრი ქალი გვიზის ციხეში კაცების ხელით. ჩემთვის ეს ქალები, რომლებიც ასეთი ფორმით დგანან ამ ყველაფრის წინააღმდეგ, უსამართლოდ არიან დაკავებულები, კაცების ხელით, სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ საქართველოს, რომელშიც მინდა ცხოვრება და არა ის კაცები, რომლებიც ქალებზე ჩვენებებს წერენ და აჭერინებენ, შემდეგ კი გამოდიან და გველაპარაკებიან ოჯახის სიწმინდეზე და კაცობაზე. ზუსტად ერთ-ერთი ასეთი ქალია დედაჩემი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გაანეიტრალებს, სამი დღე კი არა, მას რომ რაღაცის სჯერა და იბრძვის, სამი საუკუნე რომ დაუყენონ წინ, მაინც ვერ გაანეიტრალებენ, – თქვა მარიამ გეგუჩაძემ.














კომენტარები