• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სწორად შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებენ“ – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:52 05-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,049

„ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:

„წლევანდელი 17 მაისის საოცარი შეკრების გვირგვინი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ქადაგება იყო. სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა, როდესაც სამების ტაძრის კიბეებზე ათიათასობით ადამიანთან ერთად, უწმინდესის სიტყვას ვუსმენდი.
ამავდროულად, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტიკცე – ქართულ, ქრისტიანულ სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და
საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს.
პატრიარქის ქადაგებამ ბევრ კითხვას გაცსა პასუხი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გასაგონად მკაფიოდ გამოხატა ერისა და ბერის საერთო სათქმელი, რომ არ იქნება უკან დახევა, სადაც საქმე ეხება – ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, უდიდესი ისტორიის, მდიდარი კულტურის მქონე ერის გადარჩენას და მის მომავალს, ერის, რომელმაც საუკუნეების მანძილზე არაერთი იმპერიის შემოსევა, ბატონობა და ნგრევა გამოიარა, თუმცა საკუთარი იდენტობა, ენა და სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანა.
სწორად შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებენ თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ასე, სიცრუით და სიბინძურით ესხმიან თავს.
გადახედეთ თუ ვინ წერს, ვინ ლაპარაკობს, ვინ აქტიურობს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რამდენად ზუსტი, დროული და საჭირო იყო ის, რაც უწმინდესმა ბრძანა ჩვენთვის ამ საკრალური მნიშვნელობის დღის შემაჯამებლად.
ისინი ბრძოლას და მტრობას არ შეწყვეტენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც 17 მაისის ამ დიდი ფიზიკური და სულიერი ერთობის ნაწილია, ზუსტად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ვერაფერს გახდებიან!“
თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved