დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, ხვალ, 19 მაისს, 15:00 საათზე პატრიარქ შიო მესამეს შეხვდებიან. ამის შესახებ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მშობლებს საპატრიარქოდან დღეს დაურეკეს და უთხრეს, რომ პატრიარქი მზად არის მათ მოუსმინოს.
შეხვედრას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამი მშობელი დაესწრება.














კომენტარები