დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის მოთხოვნით უკვე ოცდამეშვიდე ღამეს ათენებენ კანცელარიასთან, დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობასაც შეუერთდნენ. მათი მთავარი გზავნილი საზოგადოებისა და სასულიერო პირების მიმართ უცვლელია — „დაუდექით გვერდში იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს.“
მშობლები ამბობენ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა და თითოეულ დაკარგულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი თქმით, დროული მკურნალობა ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნა უფრო ფართო მხარდაჭერას მიიღებს და საკითხში ეკლესიაც აქტიურად ჩაერთვება. მათი განცხადებით, ბრძოლა უკვე დიდი ხანია სცდება მხოლოდ სამედიცინო პრობლემას და ადამიანური თანადგომის საჭიროებაზეც მიანიშნებს.
მშობლებმა უკვე გაშალეს ბანერი “ოჯახი ჩვენი ფუძეა, ბავშვები – ჩვენი მომავალი! ერთად გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე”.














კომენტარები