• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს რიგითი დიპლომატიური ფრაზა არ არის – ეს ჩინეთის უაღრესად სერიოზული და მკაფიო განცხადებაა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:45 05-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირების კონტექსტში, სი ძინპინის მიერ “თუკიდიდეს მახის” ხსენება შემთხვევითი არ არის და საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტს ატარებს. ძველი წელთაღრიცხვით 431 წელს ათენსა და სპარტას შორის ურთიერთობა ორივესათვის დამანგრეველ ომამდე დეგრადირდა. თუკიდიდეს აღწერით, ამის მიზეზი სპარტას, როგორც არსებული დომინანტი ძალის მხრიდან ათენის გაძლიერების შიში გახდა და პრევენციული დარტყმა განახორციელა მის წინააღმდე, სანამ გვიანი არ იყო.

​სი ძინპინის მიერ ამ ისტორიული პრეცედენტის მოხმობა ორ განსხვავებულ ქვეტექსტს შეიცავს. პირველი არის ოფიციალური ნარატივი, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი არ უპირისპირდება აშშ-ს და მხარეებს, მჭიდრო თანამშრომლობით, შეუძლიათ დაპირისპირების თავიდან არიდება.

მეორე და რეალური გზავნილი კი ისაა, რომ ჩინეთი უკვე იმდენად ძლიერია, აშშ-ს მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯი დაგვიანებულია. პეკინი მიანიშნებს, რომ აღმოსავლეთ აზიაში ძალთა ბალანსი უკვე მიღწეულია და პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი ვერცერთი მხარის გამარჯვებით ვერ დასრულდება და რომ გაიმეორებს პელოპონესის ომის შედეგს, რომელიც ფორმალურად კი სპარტას გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ გრძელვადიანად, ორივეს დასუსტებით და მაკედონიის გაძლიერებით დასრულდა.

​ბუნებრივია, ეს რიტორიკა პირდაპირ უკავშირდება ტაივანის საკითხს, ისევე როგორც ფართო პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაპირისპირებას. რეალურად, ჩინეთი სერიოზულად ემზადება ტაივანის პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად და ცდილობს, აშშ-ს პოტენციური ჩარევის რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს, ან საერთოდ განეიტრალოს. ამასთან, ოფიციალური პეკინი მოქმედებისთვის იდეალურ დროს ეძებს. აშშ-ს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება, შესაძლოა, ჩინეთისთვის დამატებითი მოტივაციაც კი გახდეს.

თუმცა, ​მთავარი კითხვა ის კი არ არის, დაესხმება თუ არა პეკინი ტაივანს, არამედ ის – ჩაერევა თუ არა ამ კონფლიქტში აშშ. თუკი ვაშინგტონის პირდაპირი ჩარევა გამოირიცხება, ჩინეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომის საჭიროება შესაძლოა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნას. ყოველ შემთხვევაში, პეკინის მთავარი სტრატეგიული გათვლა სწორედ ეს არის. ხოლო თუკი აშშ მაინც დარჩა ტაივანის პოტენციურ დამცველად, მაშინ ჩინეთმა თავდასხმა შეიძლება ვერც კი გაბედოს.

​ზოგადად, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ტაივანური და ჩინური საზოგადოებები ერთმანეთს იმდენად დაშორდნენ, რთული სათქმელია, რამდენად დანებდება ტაიპეი პეკინს უბრძოლველად. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ს პოლიტიკურ ელიტაში არსებობენ სერიოზული მოთამაშეები, რომელთათვისაც ტაივანის დაცვა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია. ყველაფერს ემატება ტაივანის მიკროჩიპების ეკონომიკაც, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, “თუკიდიდეს მახის” ღიად ხსენება რიგითი დიპლომატიური ფრაზა არ არის – ეს ჩინეთის მხრიდან გაკეთებული უაღრესად სერიოზული და მკაფიო განცხადებაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved