• რეკლამა
  • კონტაქტი
04:34, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

ალია ავტორი - ალია
17:39 05-15-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

თიბისი კაპიტალი და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მართავენ მაკრო-სექტორულ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და სექტორულ განახლებებს უზიარებენ. ამ ფორმატში მორიგი ღონისძიება – „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – გაიმართა.

შეხვედრა თიბისის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ AmCham-ის წევრი კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გართულდა. წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პროგნოზები შეცვალა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებითი წნეხი შექმნა – ნავთობის ტრანზიტი 10%-მდე შემცირდა, რაც ინფლაციის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის.

ამ ფონზე, საქართველო მდგრად პოზიციას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 7.4%-ით გაიზრდება, რასაც ძირითადად ექსპორტის ზრდა განაპირობებს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, თიბისი კაპიტალის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი დადებითი ტენდენციებით ხასიათდება – 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა 18.7%-ით, ხოლო ფასები 5.6%-ით გაიზარდა. ზრდას განაგრძობს ტურიზმიც – პირველ კვარტალში სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 830 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შუა კორიდორზე გაზრდილი მოთხოვნაც, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები ირანის გვერდის ავლით ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს აქტიურად ეძებენ.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved