• რეკლამა
  • კონტაქტი
21:55, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანმო „ჰანტავირუსთან“ დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:05 05-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
353

„ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს და მომდევნო კვირებში ვირუსის დამატებითი შემთხვევებიც დაფიქსირდეს.

„ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ უფრო დიდი აფეთქების დასაწყისს, თუმცა ვითარება შეიძლება, შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო, მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად, ჯამში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა, კიდევ ორი კი საეჭვოა. როგორც მედია წერს, ინფიცირებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა. ის პარიზის საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, მას დაავადების „ყველაზე მძიმე ფორმა“ აქვს.

მედია ასევე იტყობინება, რომ „ჰანტავირუსი“ დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფ ესპანელთაგან ერთ-ერთს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლქვეშაა.

ეს არის იშვიათი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტითაა გამოწვეული, თუმცა პირველად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემა. სიმპტომებს შორისაა სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სუნთქვის გაძნელება.

თავდაპირველად გემზე 28 ქვეყნის დაახლოებით 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საკრუიზო გემი ჯერ კიდევ ზღვაშია და 17 მაისს მიაღწევს ნიდერლანდებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved