სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი, გიორგი კალატოზიშვილი, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის, უკვე არაერთი დღეა, “პლიუს ქულებს” აგროვებს და მას რეალურ დახმარებად აქცევს, უკვე რამდენჯერმე დაწერა, სოციალურ ქსელში, რა თანხა აგროვდა და გადაირიცხა. დღეისთვის, უკვე გადარიცხულია 50 000 ლარზე მეტი.
“პლიუს ქულების” შეგროვება გრძელდება და ვისაც სურვილი აქვს, დაეხმაროს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს და არ იცის ეს როგორ გააკეთოს, რა სახით შეიტანოს თავისი, თუნდაც მცირე წვლილი – შეუძლიათ ამ ინიციატივას შეუერთდნენ და თვალი ადევნონ შედეგსაც.
გიორგი კალატოზიშვილი:
გინდა დაეხმარო დიუშენით დაავადებულ ბავშვებს?
არ იცი, როგორ გააკეთო ეს ამ კრიზისში?
მთავარია სურვილი.
გადმორიცხე პლუს ქულები და ჩვენ მას რეალურ დახმარებად ვაქცევთ..
1 ლარის პლუს ქულებს ჩვენ ვცვლით 1,30 და უფრო მეტ ლარში და მთელ თანხას ვურიცხავთ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს, მშობლების მიერ შექმნილ ორგანიზაციაში “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
ჩვენ უკვე გადავრიცხეთ 50 000 ლარზე მეტი.
პლუს ქულები შეგიძლია დაგვირიცხო პირად ნომერზე #01024005590
#დიუშენი
#წამალიბავშვებს
#მიეცითწამალიბავშვებს
#მიეცითბავშვებსწამალი














კომენტარები