ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 10 მაისის განცხადებიდან, შიო მესამის პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიულ და კონსერვატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პატივისცემით მიესალმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ. გულითადად ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სრულიად საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს.”
მიხეილ სააკაშვილის ამა წლის 30 აპრილის პოსტი:
“ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს.
ამ “არჩევნების” სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.”
ბატონებო ენმ-დან, ე ი. როგორც თავად წერთ, “ქრისტიანულ-დემოკრატიულ და კონსერვატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალავ”, ჩამოყალიბდით თქვენ და თქვენი ბელადი რას გვილოცავთ, “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ”, თუ “პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციის” წარმატებით დასრულებას?
თორემ, ასეთი ფარისევლობა და არათანმიმდევრულობა თქვენგანაც კი გასაკვირია ჩვენო “ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული ფასეულობების უერთგულესო და ეკლესიის გაძლიერებისათვის დაუშვრელად მოღვაწეებო! (რატომ ღმერთი არ იცინის!)














კომენტარები