• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას დღესაც ვიღებ ვერაზე მდებარე პატარა (ატელიეს) მფლობელისგან, რომელიც ადრე მეწაღე იყო” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:12 05-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,086

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ასეთი უპრეცედენტო უტიფარი ძალის პირისპირ, ჩვენი ბრძოლის ფორმებიც უპრეცედენტო უნდა იყოს. ესაა რადიკალური მოქმედების და არა სანახევრო ზომების, საშუალოების ან ნაცნობი კლიშეების გამეორების დრო.

დღევანდელმა განაჩენმა ყველა უნდა ჩაგვაფიქროს ჩვენი ტაქტიკის და სტრატეგიის ჩავარდნაზე. არამხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია. ის გადაიქცა ტელეეთერებიდან და ფეისბუქებიდან მოსაუბრე პოლიტ-მიმომხილველებად, რომლებიც დამატებით კიდევ ერთმანეთთან გადაკიდებულ “კუტოკებადაა” დაყოფილი.

სამწუხაროდ ეს დიდწილად ეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც”, რომელიც თავიდან დავაფუძნეთ როგორც ფართო სახალხო მოძრაობა და ახლა იშვიათი გამონაკლისის გარდა ჩაკეტილია საკუთარ თავში და რეგიონებშიც თუ გადიან ლიდერები, ისევ საკუთარი ძველი აქტივის სანახავად და ერთმანეთის გასამხნევებლად.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენს საფუძვლებთან დაბრუნება. რევოლუციური ტალღა, რომელიც ჩვენ თავის დროზე ავაგორეთ ეფუძნებოდა ჩვეულებრივ მშრომელ ხალხს. მათ ვინც დღე-ღამეს პარტიაში ასწორებდა და იდაყვებით ანგრევდა კორდონებს. ისინი არ მოსულან ვაკე-ვერიდან და დასავლური უნივერსიტეტებიდან. ჩვენ მაშინ თავიდან გავიცანით ჩვენი ქვეყანა, მაშინ შევდექით ერად, რომელსაც წარმოდგენა ჰქონდა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე.

ახლა ისევ თავიდან გვაქვს გასაცნობი ეს ქვეყანა და თავიდან ასაგები ის ადამიანური ინფრასტრუქტურა, რომელიც მერიოტებში კი არ შეიკრიბება, არამედ სოფლიდან ამბავს მოიტანს და სხვა ქუჩებზე, სხვა ტრაექტორიებით სიარულს არ ითაკილებს, ვინც სოციალურ ქსელებში აქტივობის გარდა რამეს მაქნისი იქნება – მათ შორის ფიზიკურად მაქნისი და ბმა ექნება მეწაღესთან, მწვანილის გამყიდველთან, ლტოლვილთან, ექთანთან და ა.შ.

სხვათა შორის, ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას დღესაც ვიღებ ვერაზე მდებარე პატარა (ატელიეს) მფლობელისგან, რომელიც ადრე მეწაღე იყო და ჩემი ძველი მეგობრებისგან, მცხეთის სალობიედან.

ჯერ ჩვენ უნდა მოვიგოთ რიტორიკული ომი, რასთან ჯერ ახლოსაც არ ვართ. ქოცებმა წაგვართვეს და “დაგვიჰაკეს” იდენტობის ნარატივი და ეს გვაქვს უკან გამოსაბრდღვნელი. “ევროპა გვინდა/გვიშველის” ნარატივი არაა. ჩვენ ვერ ვიგებთ საინფორმაციო ომს, იმიტომ რომ ელემენტარული წარმოდგენა გვაქვს ჩვეულებრივ ადამიანებზე.

ქოცების მიერ ჩადენილ ყოველდღიურ ბოროტებაზე, ოპოზიცია გამოკეტილია თავის კომფორტულ ვირტუალურ რეალობაში და ისეთ ენაზე საუბრობს, რომელიც ხალხს საერთოდ არ ესმის. ამ გაუგებარი ენის ფონზე, საშუალო სტატისტიკური ქართველი აგრძელებს ერთი და იგივე ფრაზის წარმოთქმას “მთავარია მშვიდობა იყოს”, რაც ითარგმნება, რომ ქოცები არიან თურმე მშვიდობის ბურჯები და დანარჩენი ყველა “ამრევები”.

ახლა გვჭირდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან მოპოვებული “სადაზვერვო” ინფორმაცია. ადრე ამას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ახერხებდა, ამისთვის ახალი ალტერნატიული ადამიანური ინფრასტრუქტურაა გასაკეთებელი. ახალი ნარატივია საჭირო “ევროპა გვინდას” მიღმა, თორემ ახლა საკუთარი აბსტრაქტული სლოგანების ექო გვესმის მარტო.

ფაქტია, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერის ხალხთან ურთიერთობა დღეს შემოიფარგლება რუსთაველის შეთხელებულ პროტესტთან ძვირადღირებული მანქანით და დაცვის თანხლებით შევლაში, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიციონერობა სარფიან თვითდასაქმებად გადაიქცა, რაც ასევე აძლიერებს გაუცხოებას (ნაციონალურ მოძრაობაში 2003-ში საჭმლის და დანგრეულ მანქანებში საწვავის ფულს ძლივს ვშოულობდით).

ფაქტია, ერთი და იგივე წრეზე სიარული და კლიშეებით (თუნდაც წარმატებული ვარდების რევოლუციის კლიშეებით) ხელმძღვანელობა დამღუპველია. საპროტესტო მოძრაობას სჭირდება “კუტოკებს” მიღმა გასვლა და ფართო ადამიანური ქსელის შექმნა, თავისი აქტიური ადამიანთა ჯგუფებით, სპიკერებით ყველა სეგმენტისთვის და რაც მთავარია ობიექტური ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნამდვილ განწყობებზე.

და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტს უნდა შეეძლოს თავის თავის ფიზიკურად დაცვა ძალადობისგან და ამაზე უარის თქმა ბრუტალური დიქტატურის პირობებში თვითმკვლელობის ტოლფასია. უკბილო პროტესტი, კბილებალესილი მოძალადე ბანდის წინააღმდეგ ყოველთვის დაგვიმთავრდება მორიგი მარცხით და ფრუსტრაციით. იგივე 4 ოქტომბრის პრობლემა იყო არა რადიკალიზმი, არამედ არასაკმარისად მომზადებული, არასაკმარისი რადიკალიზმი.

ამ ისტორიულ ბრძოლაში წარმატებას მოიპოვებენ არა “ვეიკელები” არამედ ჩვეულებრივი ხალხის წიაღიდან გამოსული, არა გაზულუქებული, თავზეხელაღებული, პატრიოტი, შემოქმედი ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან მეინსტრიმის ნაწილი და პირიქით მთლიანად უარყოფენ რეჟიმის და დღევანდელი ოპოზიციის გამაერთიანებელ მეინსტრიმს და რეალურად შექმნიან თავის, სტერეოტიპებისგან თავისუფალ კონტრ-დამკვიდრებულ, კულტურის სივრცეს და გაანგრევენ ამ კედელს, რომელსაც მოქმედი ოპოზიცია, უკვე 14 წელია თავს არტყამს და ვერაფერს სწავლობს.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved