დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ,,ტვ პირველზე” აცხადებს:
არც ბატონ ირაკლის მიუმართავს, არც მის დაცვას და არც ოჯახს. მოლაპარაკებები როგორ უნდა მიმდინარეობდეს, ახლა, თუ არის ოფიციალური განცხადება… და ასე, მოლაპარაკებები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. სამომავლოდ მომავალში გადავწყვიტავთ და ახლა, ამ ეტაპზე არავის არავისთვის მიუმართავს. თუ საჭირო გახდა, მოიხდის (ბოლომდე). ამ ეტაპზე, ვინაიდან არ ვარ არავისთან არაფერზე შეთანხმებული და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგისი, შესაბამისად, მაგიტომ ვერ ვამბობ.
თავს გრძნობს მხნედ. პოზიცია ისეთია, რაც სასამართლოზე დააფიქსირა, შესაბამისად, აღიარა დანაშაული, – ამბობს მიხეილ შაყულაშვილი.
აღნიშნული კითხვით “პირველებმა” ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშილსაც მიმართა, თუმცა კითხვის გაგონებისთანავე მან ტელეფონი გათიშა.














კომენტარები