• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
11:32 05-08-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით ისარგებლებენ. საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს ლევან ხაბეიშვილიც.

სასამართლოში ლევან ხაბეიშვილი უკვე მიიყვანეს, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას – მან პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ხაბეიშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდება გამოგონილი და სამართლებრივ მეცნიერებას ეწინააღდმეგება.

საქართველოში არის პირველად, როდესაც ნაწამებ ადამიანს, ერთის მხრივ ნაწამებს, მეორეს მხრივ პოლიტიკური დაპირების გამო ასამართლებენ და ყველა მოწმე, თუ ვინმე დაიკითხებოდა, იყო დაცვის მხარის, ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ბრალდების მხარემ ჩახსნა მოწმეები, იმიტომ რომ ბრალდებაც მიხვდა, აბსურდი იქნებოდა მათი დაკითხვა. როდესაც მოვიდა გდდ-ის თანამშრომელი, რომელიც თითქოსდა შეურაცხყოფილი იყო, რაც სისხლის სამართლის დანაშაული არ იყო, ის ჯვარედინი დაკითხვის დროს სამართლებრივად განადგურდა, ამის შემდეგ კი ბრალდებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ საერთოდ არ უნდა მოეყვანათ მოწმეები. ასევე, მტკიცებულებებში იყო საჯარო კადრები, რაც არ ისჯება, საქართველოს კონსტიტუციით, არც სისხლის სამართლით, პოლიტიკოსის დაპირება და სიტყვა დასჯადი არ არის. იმდენად გამოგონილია სამართლებრივ მეცნიერებას ეწინააღდმეგება ეს საქმე და იმედი მაქვს, სრულიად სამართლებრივ მეცნიერებას არ ამოატრიალებს მოსამართლე, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved