• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზელენსკიზე კლოუნი ხო გაძახებინეს? საკუთარი ხალხი რო დაახოცინა? დიფსთეითის მონა როა?“ – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
18:49 05-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,594
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
„ზელენსკიზე კლოუნი ხო გაძახებინეს? საკუთარი ხალხი რო დაახოცინა? დიფსთეითის მონა როა? უგუნური როა და რუსეთს რომ ვერ მოურიგდა ისე, როგორც ქოცები? ათასი სიბინძურე ხო დაგაჯერეს და გამეორებინეს?
ეხლა რომ მოუნდათ კობახიძის მასთან შეხვედრას მიღწევად ხომ გასაღებენ? ტაშს ხომ გაკვრევინებენ? პარტნიორად ხომ გამოგიცხადეს და მისი ქებისკენ ხომ მოგიწოდებენ?
იმიტომ, რომ არ არსებობს ქოცების ქმედების განმსაზღვრელი ერთი პრინციპი. ზნეობა, ღირსება, პატიოსნება, პატრიოტიზმი… არ არსებობს არაფერი, რაც პოლიტიკას არ შეეწირება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს რეჟიმი. საჭირო იქნება, პატიმრის დედას ძეგლს დაუდგამენ; საჭირო იქნება, ყველაზე უშვერი სიტყვებით აგინებენ მას. საჭირო იქნება, მურუსიძე რეჟიმის მოსამართტლე იქნება; საჭირო გახდება და მთავარ მოსამართლედ დაგინიშნავენ. საჭირო იქნება, უკრაინა ჩვენ მტრად გამოცხადდება; საჭირო გახდება და საუკუნოვან პარტნიორად იქცევა.
ანგრევს ასეთი ცხოვრება ადამიანს. აღარაფერი რჩება მყარი. ჰაერში გამოკიდა ივანიშვილმა მისი მხარდამჭერები, დააჯერა რომ ყველაფერი ფარდობითია, რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ზღაპრებში არსებობს, რომ ღირსება მითია, რომ გმირობა სიგიჟე, რომ თანადგომა გათვლა და მორჩილება არსებობის ერთადერთი სწორი საზრისი.
თავდაყირა დგას მთელი კაცობრიობა რეჟიმის თვალში. და ვერ იდგება ასე დიდხანს. ბოლოს და ბოლოს ყველაზე დაბრმავებულიც გაახელს თვალს და დაიწყებს ყველაფრის ისე დალაგებას, როგორც ამას აფამიანის და საგანთა ბუნება მოითხოვს. შორს არ არის ეგ დრო. ძალიან გაუჭორდა რეჟიმს, თუ საშველად ზელენსკის გამოყენება დაიწყო.“
თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved