საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 57 ტყვია.
მოგვიანებით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა სხვადასხვა ნივთი, რომლებიც, როგორც ცნობილია, ხშირად გამოიყენება სახლების გასაქურდად.
















კომენტარები