• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სამ ეპისკოპოსზე როდესაც ხალხი სასწაულებთან გატოლებულ ისტორიებს ჰყვება – შიოს ღვაწლზე რატომ დუმან?!” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
00:57 05-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,371

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,ისაია, გრიგოლი, იობი, შიო…
ახლა ასე შევხედოთ საკითხს.
მეუფე ისაიას ღვაწლზე და მის საქმიანობაზე ვინც ადრეც იცოდა ხომ კარგი, მაგრამ ახლა რამდენმა გაიგო. თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ მასთან დაკავშირებული ამბები და სიკეთეები, ისტორიები კიდევ უფრო ამდიდრებს მის სათნოებას და ეს, უდიდეს სიყვარულთან და პატივიცემასთან ერთად ვრცელდება არა მხოლოდ მის ეპარქიაზე არამედ მის გარეთაც.
მეუფე გრიგოლის ღვაწლი მის ეპარქიაში ათეულობით ეკლესიას და მონასტერს ითვლის, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მისი უმთავრესი დამსახურება არის საგანმანათლებლო მიმართულება. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი და მისი სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს. მეუფე გრიგოლზეც, ეპარქიაში და მის მიღმაც უამრავ ამბებსა და ისტორიებს მოისმენთ. მის მიმართ პატივიცემას და მოწიწებას უამრავი ადამიანი ატარებს.
მეუფე იობის ღვაწლი სამონასტრო ცხოვრების მიმართულებით განუზომელია. არა ერთი ეკლესია -მონასტრის მესაძირკვლე უდიდესი პატივისცემით სარგებლობს არა მხოლოდ სასულიერო პირებში, არამედ მრევლშიც და მასთან დაკავშირებული ამბები და ისტორიებიც, ნამდვილი ამბები ასევე შთამბეჭდავია. მეუფე იობზეც საუბრობენ და უყვართ არა მხოლოდ მის ეპარქიაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
მეუფე შიო ღვაწლი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მისი სტუმრობის პატივია. განსაკუთრებით მადლიერები არიან მისით ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოები, რადგან არასოდეს ჩასულა იქ და მათთვის ჭკუის დარიგება არ დაუწყია. სხვა თუ არაფერი 2008 წლის ომის დროს, როცა სენაკი იბომბებოდა ახლოს არ გაკარებია ეპარქიას. მერე ერთ ერთ გადაცემაში ლაშა ჟვანიამ ცხვირზე ამაფარა საპატრიარქო უწყებები, პატრიარქთან ერთად იყო, ცხედრების და ტყვეების საკითხებს აგვარებდაო. ქექვა რომ დავიწყე – ეს ლეგენდაც ტრუხა აღმოჩნდა და ეს ტყუილიც გამოვუქვეყნე.
ახლა მეტყვიან, რომ სენაკში საგანმანათლებლო კერა გახსნა მეუფემო. ეგ კერა ვინც გახსნა ყველამ კარგად იცის. ისიც ,თუ როგორ გაიხსნა და კიდევ სხვა ნიუანსები ამ კერასთან დაკაშირებით. (ადამიანი რომ სიკვდილამდე მიიყვანეს ეგეც უნდა ახსოვდეთ, სინდისი ვისაც აქვს. თუმცა სინდისი ახლა გროშები ღირს) ისე, სკოლა მართლაც კარგია – ეფექტურია. თეკლათის დედათა მონასტრის აღორძინების დაწყება არანაირად არ უკავშირდება მეუფე შიოს, აქაც უდიდესია მეუფე გრიგოლის ღვაწლი, ისევე როგორც იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარიც მეუფე გრიგოლის ძალისხმევით არის აშენებული, რომელსაც მამა ამბაკური უძღვებოდა. ეგ ტაძარი ყველამ ავაგეთ – შიოს დახვდა. ალექსი შუშანიას სავანის პერიპეტიებიც – კომუნისტებიც კი რომ არ შეეხნენ და ორიოდე წლის წინ “დაპრივატიზირდა” – მეუფე შიოს უკავშირდება. (თუმცა აქაც ყველა დადუმდა). ჰო და ახლა კითხვა ასე ჟღერს: ზემოთ ჩამოთვლის სამ ეპისკოპოსზე როდესაც ხალხი სასწაულებთან გატოლებულ ისტორიებს ჰყვება – შიოს ღვაწლზე რატომ დუმან, გარდა იმისა, რომ მოსაყდრე იყო, რომელსაც, თურე პატრიარქიც არ მიიჩნევდა მომავალ პატრიარქად, როგორც ამას განმარტავდნენ 28 აპრილის სინოდის სხდომამდე ცალკეული უწიგნური ეპისკოპისები და საპატრიარქოს ოდიოზური თუ ნარცისი თანამშრომლები და სრულიად უცნობი ნაცნობები? ღვაწილი მითხარით მეუფე შიოსი (ისიც ბარემ თუ ვინმეს უყვარს, რა ნიშნით) იმის გარდა, რომ კარგი ოჯახის შვილია და ჩელოზე კარგად უკრავდა…“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved