• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გადახდების დაგვიანება აფერხებს ბიზნესის ეფექტიან დაგეგმვას” – ბერეკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:33 05-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ფასების კომისიის საბოლოო სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ბიზნესს გადაჭარბებული მოგება არ აქვს. მისი განცხადებით, ძირითადი პრობლემა არაოფექტურ საოპერაციო ხარჯებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქტის თვითღირებულებას.

 

კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით საკვეპროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 26 აპრილამდე. ამ პერიოდში მონიტორინგი ხდებოდა ძირითადად საბაზისო პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში რომ გავყოთ სამ ეტაპადაა დასკვნა – პირველი არის საკვეპროდუქტებზე, მეორე მედიკამენტებზე. გამოიკვეთა რომ ბაზრის ორი მოდელი არსებობს – ერთი არის გასაშლელი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია გასაშვებ ფასებზე და პროდუქტის ფასზე და რომელიც მუშაობს ფასდაკლებების გარეშე და მეორე მოდელი არის ბაზრის, რომელიც მუშაობს საშუალო და ღრმა ფასდაკლებებით ასეთი ბაზარია დღეს საქართველოში. პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ფასდაკლებებით ხდება.

ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს რომ აუდიტის დასკვნებს არ ვენდოთ, გასაკუთრებით დიდი ქსელების პირობებში რომელსაც დიდი ოთხეული ჰყავთ. აუდიტის ანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი რომ დიდი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაშია, არამედ ძირითადი პრობლემა არაოფექტურ საოპერაციო ხარჯებშია – ეს ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქტის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა.

პირველი არის გამჭვირვალობის ნაკლებობა. კომერციული ურთიერთობები ხშირად გაუგებარია. არსებობს სხვადასხვა ტიპის კომერციული და მარკეტინგული გადასახადები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში არც კი ექვემდებარება სტანდარტულ კომერციულ ლოგიკას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გადახდების დაგვიანება. ეს ქმნის დამატებით ხარჯებსა და ფინანსურ ზეწოლას მთელ ჯაჭვზე, განსაკუთრებით ქვედა რგოლებში. შედეგად, ამ სუბიექტებს სჭირდებათ მეტი სამუშაო კაპიტალი და ფინანსური რესურსი, რაც, თავის მხრივ, ძვირია და ზრდის საერთო ხარჯებს.

ამ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იკვეთება გადახდების სტანდარტიზაციის აუცილებლობა, რათა ჯაჭვში ჩართულმა ყველა მხარემ ზუსტად იცოდეს გადახდების წესები, ვადები და პროცედურები. ამ პროცესის რეგულირება და ერთიანი ჩარჩოს შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ასევე ნაშთების მართვა. გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებლებს არ აქვთ სათანადო წვდომა თავიანთი პროდუქციის ნაშთების ბრუნვაზე, რაც აფერხებს ბიზნეს პროცესების ეფექტიან დაგეგმვას”, – თქვა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved