გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მეფე ჩარლზის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „ორი მეფე“.
ფოტო თეთრი სახლის „იქსის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი თავს მონარქადმოიხსენიებს. 2025 წლის ოქტომბერში ტრამპმა გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, სადაც მას გვირგვინი ედგა თავზე. იმავე დღეს მან კიდევ ერთი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის გვირგვინით, სამეფო მოსასხამითა და ხმლით არის მორთული, კონგრესის დემოკრატი წევრები კი მის წინაშე მუხლებზე იჩოქებენ.
















კომენტარები