• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ფასების ზრდის მიზეზი ხელისუფლება კი არ არის, არამედ ბიზნესიო” – რას წერს რომან გოცირიძე?

ალია ავტორი - ალია
14:38 04-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

ეკონომისტი, ყოფილი პარალმენტარი, რომან გოცირიძე:

,,ფასების ზრდის მიზეზი ხელისუფლება კი არ არის, არამედ ბიზნესი-თვეების განმავლობაში ამას პედალირებდა “ოცნება”, ამ მიზანს ემსახურებოდა პარლამენტის საპარლამენტო კომისია, სადაც საკუთარ ბიზნესს საჩვენებელი განხილვები მოუწყვეს, მაგრამ მათ ამით არაფერი დაშავებიათ-როგორც იყვნენ შეკრულები ერთმანეთში და ზრდიდდნენ ფასებს, კიდევ უფრო წარმატებით გააგრძელეს იგივე საქმიანობა. ისე ჩაამთავრა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა, რომ ფასებზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანო, ეროვნული ბანკი, არც კი დაუბარებიათ. არც მთავრობის მცდარი და კორუფციული საბიუჯეტო პოლიტიკა გახსენებიათ. ერთადერთი, რასაც ოპოზიცია წამოაძახებდა ხოლმე, გადასახადები იყო-დაწიეთ დღგ, საშემოსავლო, აქციზი და ფასებსაც ეშველება. კარგია, მაგრამ არასაკმარისი. გადასახადები მართლაც მთავრობის პაუხისმგებლობაა, მაგრამ დიდად ეს წამოძახილი არც ადარდებთ, ბოლოს და ბოლოს ეს გადასახადები მათი შემოღებული ხომ არ არის. ძალიან კარგად გრძნობენ ხალხის განწყობასაც-თუ გადასახადს დააკლებ, ეს მათაც დააკლდებათ. ხალხი ქვეცნობიერად ყველაფერს ხვდება. 370 ლარი რომაა პენსია, რომლის რეალური მსყიდვრლობითუნარიანობა 180 ლარიც კი არაა “ოცნებამდელი” ფასებით, ამას ყველა კარგად ხვდება. არაა საკმარისი იმის ძახილი, რომ თუ ნაკლებს მოიპარავენ, მეტი დარჩება ბიუჯეტიდან ხალხს. გადასახადები, ქურდობა და საგარეო ფაქტორები ფასების ზრდაში კი მონაწილეობენ, მაგრამ არა იმდენად, რომ მთავარ მიზეზს გაუწიონ კონკურენცია-ხელისუფლების არასწორ საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. როგორ უნდა მიიტანო ეს ადამიანებამდე, ესაა პრობლემა. რაც ადვილად მისატანია, ყოველთვის არ არია დამაჯერებელი. ვიცით, რომ გადასახადები ცუდია. მერე? ეკონომიკა მხოლოდ გადასახადებია? მხოლოდ გადასახადებში რომ იყოს საქმე, დედამიწაზე ინფლაციის ცნებაც გაქრებოდა.

ფასები ყოველთვის არის ფულადი მოვლენა-მილტონ ფრიდმანის ეს კლასიკური ფრაზა “გამორჩა” კომისიას. ფასებს მოთხოვნა-მიწოდება აყალიბებს და არა თუნდაც წურბელა ნავთობიმპორტიორები. სწორედ მთავარი მიზეზი და მთავარი დამნაშავე დარჩა განუხილველი და ტაბუდადებული. დისტრიბუტორ-“ქეშბეკებამდე”( კაცმა რომ ვერ გაიგო რა არის) და კვერცხზე დღგ-ს გაუქმებამდე დაიყვანეს პრპობლემა და ბოლოს ჰორმუზისა თუ ორმუზის სრუტეს დაბრალდა ყველაფერი.

იქ სადაც 10:0 უნდა მოეგო ოპოზიციას, თანაც ასეთი სუსტი და ოდიოზური შემადგენლობისათვის და თანაც ისეთ წამგებიან თამაშში, როგორიც ფასებია, მოიგო კი? ესეც საკითხავია.

ალბათ კი-მხოლოდ 2:1“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved