• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

ალია ავტორი - ალია
14:27 04-28-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
149

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილის და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის – ინოლა გურგულიას უნიკალური საარქივო აუდიოჩანაწერების ვინილების ნაკრებს.

შვიდი ვინილისგან შემდგარი ნაკრები, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ, 100 საარქივო აუდიო ჩანაწერს ხუთ ალბომად აერთიანებს. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს ჩანაწერები განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებით გამოირჩევა.

▪ I ვინილი „გახსოვს?“ – აერთიანებს ადრეულ, შინაურჩანაწერებს და ინოლას შემოქმედების საწყის ეტაპს წარმოაჩენს.
▪ II ვინილი – „გამეორება ძნელია“ – მოიცავს კინოს, თეატრისა და ქალაქურ–ხალხურ რეპერტუარს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
▪ III ვინილი – „ბედნიერი ვარ“ – ძირითადად გამოუქვეყნებელ მასალას აერთიანებს. აქვე მოისმენთ ინოლას მიერ მოთხრობილ მისავე ბიოგრაფიის ჩანაწერს.
▪ IV ვინილი – „მოვალ და გიმღერებ“ – ასახავს 2023 წელს აღმოჩენილ ჩანაწერებს.
▪ V ვინილი – „…პირველად იყო სიმღერა“ – მოიცავს შედარებით გვიანდელ ჩანაწერებს და ემოციურად ავტორის შემოქმედებით შეჯამებად აღიქმება.

ინოლა გურგულიას (1929–1977) ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს – მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. მისი შემოქმედება, როგორც საავტორო ისე თარგმანებსა და უცხოურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, უნიკალურ სინთეზს ქმნის ქართულდა მსოფლიო მუსიკალურ კულტურას შორის.

ინოლა გურგულია სიმღერების აღნიშნული ნაკრები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ ინოლა გურგულიას შემოქმედების ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს მსმენელს, არამედ მომავალ თაობებს უნარჩუნებს ქართული საავტორო სიმღერის ერთ–ერთ ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას.

28 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ვინილების ნაკრების შეძენას, მარჯანიშვილის 7-ში თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში. ნაკრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია „რეტრომანიაში“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved