• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
15:30 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ურთიერთობებს, რომელიც პარტნიორებს შორის შეიძლება არსებობდეს. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები მხოლოდ, როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელის მხრიდან შესაბამის დამოკიდებულებას ელის, რომელიც მინიმუმ ნდობაზე იქნება დაფუძნებული.

“მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება და განცხადებები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით კეთდება, ძირს უთხრის იმ ნდობას, რომელიც პარტნიორებს შეიძლება არსებობდეს და იმ ურთიერთობებს, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის არის. ეს მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ. ჩვენ შეუძლებელია არ გავაცნოთ ელჩს რას ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინეთ და ვნახეთ წინა კვირას ბრიუსელში და როგორც აღვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში კეთდება ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისკენ და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ არის მიმართული, რაც მიუღებელია და ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად. თუ რამე გამოსასწორებელია ურთიერთობებში, პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის დამოკიდებულება საქართველოსა და ხელისუფლების მიმართ, შემდეგ კი ვისაუბროთ ევროკავშირთან სრულყოფილ დიალოგზე.

ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხის ნებას, რომელზედაც ასე ღელავენ, შესაბამისად ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ფლობს რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების წახალისება. როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები, ფაქტებად და ქმედებებად რჩება. დღეს არსებული სურათი, ჩვენთვის მიუღებელია. საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია და არაფერი გაუკეთებია, რომ დაზიანებული ევროკავშირის რომელიმე ინტერესი, შესაბამისად ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს. ამას ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ და ამის გამოხატულებაა ის განცხადებები და ის ნაბიჯებიც, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეს, ჩვენ მინიმუმ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, და ეს ურთიერთობები მინიმუმ ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეგები: მაკა ბოჭორიშვილიპაველ ჰერჩინსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved