ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:
წარმოიდგინეთ, ხართ 21 წლის ახალგაზრდა. სტუდენტი, სწავლობ, შრომობ რეპუტაციაზე, სახლში გყავს გამზრდელი ბებია და ბაბუა, რომლებიც უნდა დატკბნენ შენი მოსავლით და ყველაფერი მთავრდება.
ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სძულხარ, გაბრალებენ ჰომოფობიას, გეჩხუბებიან პატრიარქის პანაშვიდებზე ყოფნის გამო, არარადიკალიზმს ქოცობაში გითვლიან, გეუბნებიან რომ პროცესებიდან უნდა წახვიდე, ან უკან გადაიწიო , გემუქრებიან რომ დაგასრულებდნენ.
საჯაროდ გიყენებენ ისეთ ბრალს, რომელიც სიკვდილით დასჯაა.
ამბობენ “მოკვდეს” თითქოს ყველაფერი რაც მათ გაიარეს შენი გადასახდელია.
ქუჩაში აღარ დადიხარ. ყველა შენ გიყურებს, სანამ სიმართლე დადგინდება ცხოვრება უბრალოდ აღარ გაქვს, მეგობრების წრეც კი აღარ გსიამოვნებს.
თუ შეიძლება კაცს რამე საზიზღობა დააბრალო ყველაზე საზიზღობა შეგაზილეს სიძულვილის , შურის, შიდა არეულობის გამო და ახლა გეუბნებიან რომ უნდა გაჩუმდე.
არანაირი დუმილი.
ყველაფერი იქნება საჯარო.
ყველა დეტალი, ყველა ინფორმაცია, მოტივი.სპირალში , საკუთარი ომის გამო შეიყვანეს სხვა და ახლა თურმე აღარ არიან დარწმუნებულები რომელ მხარეს არის სიმართლე.
პირად საუბრებში ამბობენ, ბიჭი სულ რომ მართალი აღმოჩნდეს, მაინც დამნაშავე იქნება.
მიუხედავად იმისა რომ სტანდარტებზე აქამდე უნდა გეფიქრათ, სტანდარტები არ დაირღვევა, მაგრამ ყველაფერი იქნება საჯარო.
და იქნებ დავფიქრდეთ, რატომ აღარ არის პროტესტი მიმზიდველი, სად წავიდნენ ადამიანები, გგონიათ ბრაზი გაუქრათ? არა! იქნებ გვეფიქრა ეს ყველაფერი პროცესის დასაზიანებლად ხელოვნურად ხომ არ ხდება.
ერთი შინაარსის მუქარით გამქრალი აქტივისტები. “თუ არ წახვალ პროტესტიდან, ვიტყვით რომ მოძალადე ხარ” და ყველგან მბრალდებელი ერთი ჯგუფი. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ბიჭისთვის გაგზავნილი მესიჯი, “ან წადი პროტეატიდან, ან დაგასსრულებ”
აქ სხვა ამბავია. უფრო მძიმე ვიდრე გვგონია.
ბოლოს ყველაფერი იქნება ს ა ჯ ა რ ო!
















კომენტარები