იტალიაში, საკვები პროდუქტების მოპარვის ბრალდებით ქართველი მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი გამოძიება ამბობს, რომ 44 წლის ეჭვმიტანილი მაღაზიიდან 600 ევროს ღირებულების პროდუქტების წაღებას ცდილობდა. შემთხვევა ქალაქ ტელეზე-ტერმეში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ეჭვმიტანილს ფაქტზე წაასწრო, მას მოპარული საკვების ნაწილი, ქურთუკის ჯიბებსა და ჩანთაში ჰქონდა ჩამალული. ამ დანაშაულში ჯამში რამდენიმე ადამიანი ფიგურირებს. რაც შეეხება ქართველს, ის უკვე დაკავებულია. მას ასევე ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნასაც ედავებიან.















კომენტარები