• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ამ სიუჟეტით ჩემი “ჩამშვებად” გამოყვანა უნდათ” – მაგდა მამუკაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:28 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,235

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ვიდეოს და წერს:

საშინელი დღეები გავიარე, ბოლო 3 ღამეა არ მიძინია. რეჟიმის მიზანი სწორედ ისაა, ჩვენს მხარეს გასაჯაროებული ამბავი გამოიყენოს პროპაგანდისტულად, ორივე პერსპექტივის მხარდამჭერი ხალხი გააშავონ. ტუზი დაეცათო, რომ იტყვიან. კონკრეტულად ამ სიუჟეტით ჩემი “ჩამშვებად” გამოყვანა უნდათ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, ვალდებულია, მიაწოდოს ის გამოძიებას. დამიბარეს და თან დაკითხვაზე უარის თქმის უფლებაც არ არსებობს.
გუშინ ტელეფონი დავტოვე, თან არ მიმიტანია, რადგან ჩამომართმევდნენ ვიცოდი. ხოდა, რომ მივედი, მიმღებში მეუბნებიან, საშვი დაშვებული არ არისო. დარეკეთ გამომძიებელთან და დააშვებინეთ-მეთქი. ვერ დავრეკავთო, არ გვაქვს ნომერიო. ჩემი მეგობარი ეუბნებოდა, გუშინ კარგად რეკავდით აქედან გამომძიებელთანო. მერე მეგობრის ტელეფონიდან ვრეკავ 112-ში. 112 მაძლევს ვაკე-საბურთალოს საგამოძიებოს ნომერს, რადგან მასივის არ ჰქონდათ. ვრეკავ ამ ვაკეში და ჩვენ არ გვაქვს მასივის, მანდ რომ ბიჭები სხედან, მაგათ ექნებათ ნომერიო. არ რეკავენ-მეთქი. მერე მახსენდება, რომ შსს-ს გვერდზე უნდა ეწეროს ნომერი, ვნახულობ, ვრეკავ, გაბრაზებული კაცი მპასუხობს:
-ვინ მოგცათ ეს ნომერი, სამორიგეო ვარ,
– ბატონო საიტზე წერია, საჯაროა ეს ნომერი – უკვე მეც ვბრაზობ.
– რა გაყვირებთ ქალბატონო,
– საშვი დაუშვას გამომძიებელმა, ვეუნები.
– კაი, გავარკვევ.
უშვებს გამომძიებელი საშვს, მაგრამ მამუკელაშვილზე და ისევ არ მიშვებენ, თქვენ მამუკაშვილი ხართო. ისევ ვრეკავ. ნახევარი საათი ამ წამებაში ვარ უკვე, მოდის პოსტივი და იმედი, მიღებენ. გამოვუხსენი კარი, ვეუბნები, დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მშობლები ღამეს ათევენ კანცელარიასთან, წამალი სჭირდებათ ბავშვებს, მერე ვწერ ფურცელზეც და ფანჯარაზე ვუკრავ, ეგ ცხადია არ გაუშვეს. ამასობაში დაუშვეს საშვი და ავდივარ. შუა ღამისას გამოვედი, იქამდე მელოდებოდნენ.
ახალი არაფერი მიმიწოდებია გამოძიებისთვის, როგორც მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი კი დადგეს მედიების სახით. ძალიან გთხოვთ, იმედს ნუ დაემსგავსებით და თანამებრძოლებთან ყველაფერს ნუ იკადრებთ და ავს თუ კარგს, დაველოდოთ გამოძიებას.
ერთ ვიტყვი მხოლოდ, მართალ ადამიანს სიმართლე არ დაეკარგება.

 

“>

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved