• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნეტავ იცოდეთ, როგორი ბიჭია სვანური გულის და მეგრული გონების საბა ჯიქია…” – ანაკო ტურაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:05 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
646
სამოქალაქო აქტივისტი, ანაკო ტურაშვილი:
მანქანაში ვზივარ და წერილი ხელში მიჭირავს, ვცდილობ ცრემლებით არ დავასველო, მაგრამ თან არც ჩანთაში მინდა ჩავიდო, მინდა რომ ხელში მეჭიროს, ვერ ვუშვებ ხელიდან, თითქოს ამ წერილს ხელს რომ გავუშვებ, საბასაც ხელს გავუშვებ. ერთი საათის წინ ეს წერილი საბას ეჭირა ხელში და ახლა ისე მიჭირავს, თითქოს მასაც უჭირავს და ვებღაუჭები არაადეკვატურად.
სასამრთლოს დარბაზში რომ შევედი ადვოკატზე მანიშნებს, წერილი მივეცი და გამოართვიო.
მოსამართლე რომ სათათბირდ გავიდა, ადვოკატმა წერილი მომაწოდა.
სანამ სასამართლოში მოიყვანენ 9 საათი კარანტინში აყურყუტებენ ხოლმე პატიმრებს, იქ დაუწყია ამ წერილის წერა და აი დარბაზში შემოსვლამდე დაუსრულებია, უკვე რომ რამდენიმე წუთში გვნახავდა.
მოსამართლე ახალგაზრდა ბიჭია, ალბათ 35 წლის თუ იქნება და მე ტრადიციულად ჩემი ოპტიმისტური ბუნებიდან გამომდინარე მჯერა, რომ იქნებ სისატიკის უმაღლესი გამოვლინებით მისჯილი არაადეკვატური სასჯელი – 4.5 წელი, ამ მოსამართლემ გადააკვალიფიციროს და არარსებულ დანაშაულზე ჯანდაბას და 2 წლით შეცვალოს.
იცით რა უქნა ჩემს ოპტიმისტურ ბუნებას ამ სისტემამ? ოპტიმისტურ ბუნებას? ოპტიმისტურ ბუნებას ვინ ჩივის, იცით რა უქნა ადამიანებს ამ სისტემამ? იცით რას გვიკეთებს ეს სისტემა? იცით როგორ მძულს სამართალდამცავი , სასამართლო და პენიტენციალური სისტემა მთლიანად?
იცით რა კატასტროფაა ამ სისტემასთან პირისპირ შეჯხება? იცით რა არის ამხელა უსამართლობის ტკივილით ყოველ დღე გაღვიძება და დაძინება? იცით რას გრძნობენ დახურულ გლდანის დასაწვავ ციხეში უდანაშაულო პატიმრები, რომლებიც 1.6 წელი უკვე იქ არიან? იცით რას გრძნობენ უდანაშაულო პატიმრების ახლობლები უკვე 500 დღეა??
შემოვიდა ბატონი მოსამართლე და კიდევ ერთხელ ჩამიფურთხა ჩემს ოპტიმისტურ ბუნებაში. მადლობა ბატონო მოსამართლევ! საამაყოა! ასეც უნდა იყოს! აამ სისტემაში არავინ უნდა ჩამორჩეს ერთმანეთს!
პრინციპში სწორია, ჩვენს 19 წლის საბა ჯიქიასთვის 2 წლის მოხდა ძალიან მცირე სასჯელი იქნებოდა იმ საქმეში, სადაც დაზარალებული არავინაა, აუცილებლად 4.5 წელი უნდა იჯდეს 24 კვადრატულ ოთახსი! სახელმწიფოს ფულის ჭამაზე და მშიერი ხალხის ძარცვაზე ხომ უვადო თავისუფლება და პორშე კაიანია!
კიდევ ერთხელ გილოცავთ “ქართული ოცნების” ამომრჩევლებო, ჩემი ოპტიმისტური და გულჩვილი ბუნებიდან გამომდინარე იგივეს ვერ გისურვებთ, რასაც განვიცდი, მაგრამ ალბათ ვინმე სხვა გისურვებთ და დამიჯერეთ, ძალიან ძალიან გეტკინებათ.
და აი ვებღაუჭები ამ წერილს, რადგან სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს, რადგან სამართალი მკვდარია ამ ქვეყანაში და ვერსად ვპოულობ.
და ნეტავ იცოდეთ, როგორი ბიჭია დედით სვანი და მამით მეგრელი, სვანური გულის და მეგრული გონების საბა ჯიქია…
და როგორ უხდებოდა გაზრდილი თმა და Hello Kitty-ს მაისური.
მიყვარხარ საბა, მალე ჩაგეხუტებით 
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს
ცნობისთვის, 19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved