• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონო შარმანაშვილო, მინდა გაგახსენოთ თქვენი უახლოესი წარსული” – სანდრო ბრეგაძე “ოცნების” დეპუტატს

ალია ავტორი - ალია
15:03 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,161
ქართული მარშის ლიდერი. სანდრო ბრეგაძე:
— 🔴 ცნობილმა “ პუტჩისტმა “, კიტოვან-ჯაბა-გია ჭანტურიას ბანდის ერთ-ერთმა მეთაურმა და ამჟამად პარლამენტის დეპუტატმა შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოსთან მიმართებაში ტერმინი “ სამოქალაქო ომი “ ახსენა, ამის გამო აღშფოთებულია და ელჩი უნდა გავაძევოთ ქვეყნიდანო ‼️‼️‼️
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
ბატონო შარმანაშვილო, მინდა გაგახსენოთ თქვენი უახლოესი წარსული – 1992 წელს თქვენ, თქვენმა მეგობრებმა, თქვენმა პარტია “ ე დ პ “ – ჯერ ზარბაზანი ესროლეთ კანონიერ ხელისუფლებას, შემდეგ დიდუბის მეტროსთან და 2 თებერვალს ცირკთან მშვიდობიანი მომიტინგეები დაცხრილეთ “კალაშნიკოვებით “ , ააწიოკეთ – დაარბიეთ – სისხლში ჩაახშვეთ სამეგრელო, მტერს ჩააბარეთ აფხაზეთი და მთელი საქართველო დაანგრიეთ, გაძარცვეთ და გააპარტახეთ
პუტჩი, სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, მიტინგების დახვრეტა და სამოქალაქო ომი თქვენი შემოქმედებაა და მაინტერესებს ერთი როდის შემდეგ შეგძულდათ და გეშინიათ სიტყვა – “სამოქალაქო ომის“ ⁉️⁉️⁉️
ბატონო შარმანაშვილო, პირადად თქვენ და თქვენმა დამნაშავე პარტია ე დ პ – მ სისხლში აბანავეთ მთელი საქართველო, კანონიერი პრეზიდენტი სამეგრელოს ტყეში მოკალით , უამრავი მშვიდობიანი დემონსტრანტი დახვრიტეთ, ციხეებში პატიმრები აწამეთ , მშვიდობიანი მოსახლეობა დააყაჩაღეთ და გაძარცვეთ, რუსი ოკუპანტი ბალტინის მხარდამხარ ქართველი პატრიოტები დახოცეთ, სამშობლო გაყიდეთ, ქართველ ერს უღალატეთ – დღეს გყოფნით თავხედობა და სამოქალაქო ომზე ხმის ამოღებას ბედავთ ⁉️⁉️⁉️
სინამდვილეში და რეალურად თუ ვინმეს სურს, რომ სამოქალაქო ომი, პუტჩი, სამხედრო გადატრიალება აღარასოდეს განმეორდეს – პუტჩისტები, ხუნტის ჯალათები, მხედრიონელები, კიტოვანის ბანდიტები, ჭანტურიას ბანდიტური ბანდის ლიდერები, შევარდნაძის უკანალის მლოკველები კი არ უნდა იყოთ ხელისუფლებაში, არამედ თქვენს მიერ განხორციელებული სამხედრო გადატრიალების გამო უნდა გასამართლდეთ და ყველა პუტჩისტს (ისევე როგორც 1945 წლის შემდეგ გერმანიაში ფაშისტური პარტიის წევრებს ) აგეკრძალოთ ხელისუფლებასა თუ პოლიტიკაში ყოფნა ‼️‼️‼️
სანამ ჯაბა იოსელიანის მიერ გამოზრდილი მკვლელები, კიტოვანის ყაჩაღები, შევარდნაძის მოღალატეების კასტა, ე დ პ – ს ხუნტის ჯალათები — საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენენ — მანამდე ამ ქვეყანაში არც სამართალი იქნება , არც მშვიდობა, არც პოლიტიკური გამარჯვება და არც რენესანსი ‼️‼️‼️
საქართველოს ასეთ საშინელ ყოფაში ყოფნის უპირველესი მიზეზია, რომ დღესაც ქვეყანას 1992 წლის სამხედრო პუტჩის ლიდერები, მაშინდელი კრიმინალური ბანდების ხელმძღვანელები და შევარდნაძის მიერ გამოზრდილი მოღალატეები მართავენ. პუტჩისტების და ხუნტის ჯალათების აყვავებული ქვეყანა ისტორიაში არ არსებობს და ვერც ვერასოდეს იარსებებს ‼️‼️‼️
ცნობისთვის, „ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება:

„ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადება, რადგან სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და რაღაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ბლოკირება ან ამ თემაზე ლაპარაკი – პირდაპირ სიტყვა ომი ახსენა. საქართველოს მოსახლეობაში ყოვლად დაუშვებელია ასეთი ტიპის განცხადებების, შანტაჟისა და მუქარის გავრცელება.

…როდესაც ჩვენ ომით და სისხლისღვრით გვემუქრებიან, უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანებიც კი შეიძლება ერთად დადგნენ. ასე რომ, აქაურებს, ვინც შეიძლება ამ ბლაჟევიჩის ავანტიურაში გაეხვას [ეს რაღაც ერთიანი სურათი ჩანს], ვაფრთხილებ, რომ ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველასთვის – მერე არ თქვან, რომ პოლიტპატიმრები ვართ ან მსგავსი რაღაცები. ადრეც ვაფრთხილებდით ხოლმე, რომ არ გააკეთოთ ეს, მაგრამ ეს იმაზე ათჯერ უარესია. აქ სამოქალაქო ომზე და ერთმანეთის სისხლის დაღვრაზე გველაპარაკებიან. ეს უპასუხოდ არ დარჩება. საქართველოს სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად”,

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.
“საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება” – თქვა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved