ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა და მას “გაპანღურებული გენერალი“ უწოდა.
ხაბეიშვილის თქმით, თავმოყვარე ბაგა-ბაღში დირექტორს არ შეცვლიან 1 წელიწადში და მდინარაძე “უთავმოყვარეო და უტეხია“.
“კაცმა პირადად უზრუნველყო ჩემი დაკავება. თავმოყვარე ბაგა-ბაღში დირექტორს არ შეცვლიან 1 წელიწადში. მეოთხე სუს-ის უფროსი დანიშნეს. ოხანაშვილი სად აორთქლდა, დაჭერილი ხომ არ არის? მდინარაძე იყო და ახლა გელა. მდინარაძე აორთქლდა, ზბორებზე დაუშვეს. გიჟივით დაეწაფა თანამდებობები. თავმოყვარეობა აღმოაჩნდათ სხვა სუს-ის ხელმძღვნელებს, მდინარაძე უთავმოყვარო უტეხია. გააპანღურეს სუს-იდან. სუს-ზე მაღალი თამადებობა პრემიერ მინისტრობაც კი არაა,
რატომ, მორჩა ჩემი დაკავება? მისი ბრძანება იყო, მოსამართლემაც ვინც პატიმრობაში გამიშვა, მდინარაძესთან იყო დაკავშირებული. მისი თანამშრომლის მეუღლემ მომისაჯა.
მსჯელობა მიდის, რატონ გაუშვეს მდინარაძე? მე ვთქვი, რიჟვაძეზე, ვიცით პასუხი? მდინარაძემ თქვა, იქ არ ვიყავიო, რამე ვიცით? სადაა ფული, მამუკა ამოღებაში დანიშნეს და აჭერინეს ხალხი. არაა ფული, ამიტომ გაუშვეს მდინარაძე. მამუკას თანამდებობაც 10 დღე შეიძლება გაგრძელდეს. ზარქუას დონეზე დააბრუნეს.
8 თვე ისე გავიდა, თვალის დახამხამებაში, მამუკასაც დარჩა გენერლობა. სასწრაფოდ გააგდეს, ბიძინამ დარეკა. თუ ყველაფერი კარგადაა, დალაგებულად შექმნიდნენ სამსახურს. მერე გადაიყვანდენ გენერალ კაცს. ხალხი 30 წელი მსახურობს, რომ გენერალი გახდეს. ეს კაცი 8 თვეში გახდა გაპანღურებული გენერალი”, – თქვა ხაბეიშვილმა პროცესზე.
















კომენტარები