• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სურსათის მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს ჯგუფურად ძარცვავდნენ – შსს-მ 4 არასრულწლოვანი დააკავა

ალია ავტორი - ალია
11:22 04-24-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ჯგურუფად და ძალადობით ჩადენილი ძარცვის, ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოზარდები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ. 

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობის გამოყენებით, ასევე,  გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვანმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც  8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved