• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარტივად ასახსნელია, რატომ გააკეთა სააკაშვილმა ეს განცხადება ახლა” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:06 04-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

მე ყოველთვის მივესალმები, როცა პოლიტიკოსები არ თვალთმაქცობენ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ნათელს მოჰფენენ ხოლმე საკუთარ პოზიციას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწერილი პოსტები არის დადებითი მოვლენა.

მიხეილ სააკშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერია. მიშა ფაქტობრივად განსაზღვრავს პარტიის პოზიციას, ყოველ შემთხვევაში ძნელად წარმოსადგენია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმე წინ აღუდგეს მიშას პოლიტიკურ სურვილებს. შესაბამისად, როცა ის ფაქტიურად დეზაუირებას უკეთებს ოპოზიციური ალიანსის პროგრამულ დოკუმენტებში დაფიქსირებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას, ეს უბრალოდ ნათელს ფენს საკითხს, თუ რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვად ოპოზიციური ალიანსის მინიმუმ ერთი დამფუძნებელი წევრის მხრიდან ამ გაერთიანების პოლიტიკურ დოკუმენტებში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულება.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პოსტში წერს:

„რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. ….კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. … იმიტომ რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება.“

ახლა კამათს არ ვაპირებ იმაზე, რამდენად სწორად ესმის სააკაშვილს დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში კარგად აპრობირებული და გამართულად მომუშავე მმართველობის ფორმა, რამდენად შეესაბამება სააკაშვილის ეს გამონათქვამები 21 საუკუნის პოლიტიკოსის მენტალობას. ცხადია ერთი რამ, სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დღეს არამარტო პარტიების, არამედ საპროტესტო მოძრაობის დიდი ნაწილი აპირებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიცვას ქვეყანა კიდევ ერთხელ ერთპიროვნული მმართველობის ჭაობში ჩაძირვისგან, მისთვის მიუღებელია. შესაბამისად აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ასეთი იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაც, ვინაიდან ამ პარტიის ვერც ერთი ლიდერი ახლოსაც ვერ მიდის სააკშვილის გავლენასთან და არც ის მგონია, რომ რომელიმე მათგანს მიშასთან შეწინააღმდეგების სურვილი გაუჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პარტია ხელისუფლებაში მოვა.

ჩემი აზრით, ესაა რეალობა. სხვათა შორის ყოველთვის მიამატობად ან უწესობად მიმაჩნდა ის აზრი, რომ გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი დათანხმდებოდა ვინმესთვის ძალაუფლების გაყოფას. მოგწონს ეს თუ არა, ამ პოლიტიკოსს მმართველობის ერთადერთ ეფექტურ ფორმად მიაჩნია ძალაუფლების სრული კონცენტრირება ერთი პარტიის მიერ დაკომპლექტებული აღმასრულებელი ხელისუფლების და მისი ხელმძღვანელის ხელში, ოღონდ იმ პირობით თუ ეს ხელმძღვანელი თვითონ არის. ამ გზით წავიდა ის, როცა მოვიდა ხელისუფლებაში. 2004 და 2005 წლებში გატარებული კონსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების შემდეგ პრეზიდენტმა მიიღო უზარმაზარი ძალაუფლება, ფაქტობრივად განადგურდა თვითმმართველობის ინსტიტუტი, სრულად დაემორჩილა აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩამოყალიბდა ერთპიროვნული მმართველობისთვის დამახასიათებელი სახელისუფლო ვერტიკალი. ამავე მიზანს ემსახურებოდა უკვე 10-იანი წლების დასაწყისში გატარებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მეშვეობითაც მთელი ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ მინისტრის ხელში გადადიოდა. მისი გათვლა მარტივი იყო, 2012 წელს ის მოიგებდა საპარლამენტო არჩევნებს, პრეზიდენტის სკამიდან პრემიერ მინისტრის სავარძლეში გადაინაცვლებდა და თან მოეხსნებოდა საპრეზიდენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ორჯერ არჩევის შემდეგ პოლიტიკოსს აღარ შეუძლია აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირად არჩევა. ვინც ამას ვერ ხვდებოდა, მაშინ მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდა.

მე არ ვაფასებ ახლა რამდენად სწორია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. მე უბრალოდ მინდა ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს, პოლიტიკოს სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობის სტილზე თვალის დახუჭვა, მის მიმართ განსხვავებული მოლოდინების არსებობა ან სიბეცეა, ან პოლიტიკური უპატიოსნობა.

მარტივად ასახსნელია, რატომ გააკეთა სააკაშვილმა ეს განცხადება ახლა. მიშამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ბევრად მეტია, ვიდრე დღეს მოქმედი ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების მხარდამჭერი. ის კარგად გრძნობს ოპოზიციაში ავტორიტეტული და რეიტინგული ლიდერების დეფიციტს. მიშა ხედავს იმასაც, რომ ოპო ლიდერების და პარტიების არაპოპულარობის პირობებში, საზოგადოების თვალში უკვე კარგად მობეზრებული ოპოზიციური ლიდერების დაუსრულებელი კინკლაობების და ურთირთდაპირისპირების ფონზე, კოალიციური მთავრობა შეიძლება არ იყოს ძლიერ მმართველზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის მაინცდამაინც გასაგები თუ მიმზიდველი იდეა. ჩემი აზრით, მიშა სწორედ ამიტომ გააქტიურდა პოლიტიკურად, მომგებიანი დრო იპოვა საზოგადოებისთვის საკუთარი თავის ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად შესათავაზებლად. თან სხვა ოპოზიციური ლიდერებისგან განსხვავებული ავტორიტარიზმს შეჩვეულ საზოგადეობას ბევრად უფრო ნაცნობ იდეს სთავაზობს. ის ამ ხალხს პირდება არა უჩვეულ კოალიციურ მთავრობას, არამედ მმართველობის იმ ფორმის შენარჩუნებას, რასაც ეს ადამიანები მიჩვეული არიან. იმ პირობებში, როცა მიშამ თავად დაწერა, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობის მხარდამჭერი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ადრე სწორედ მისი ამომრჩეველი იყო, ის ალბათ თვლის, რომ მომგებიან პოლიტიკურ შეთავაზებას აკეთებს, ადრე მისი, ახლა კი ოცნების მხადამჭერი ავტორიტარულად მოაზროვნე ამომრჩევლისთვის. ის ფიქრობს, რომ ამ შეთავაზებით გაუადვილებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ამომრჩევლებს, ხელისუფლების წინააღმდეგ და მის სასარგებლოდ ხმის მიცემას. 

მოკლედ, მე მიმაჩნია, რომ კარგია ის, რაც ახლა ხდება. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არჩევანის გასაკეთებლად, თორემ საქართველოში ხელისუფლების ყველა ცვლილება დემოკრატიის მოთხოვნით იწყებოდა და საბოლოო ჯამში, ვიღებდით სრულიად საწინააღმდეგოს. ჩემთვის კი მრავალი წელია ერთი დაუწერელი კანონი არსებობას, როცა ვინმე ომახიანად წევს თავისუფლების და დემოკრატიის დროშას, კარგად დავაკვირდე, ამ დროშის ტარი ვის უკავია ხელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved