• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუ ტეხავთ ჭიქაში ქარიშხალს“ – მეუფე ანტონი მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:33 04-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,262

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს.

„ ეხლა ამ წუთს ვიწყებდი შემედგინა იმ პირთა სია (სრული მონაცემებით ), რომელნიც ვანისა და ბაღდათის ეპარქიიდან მონაწილეობას მიიღებენ გაფართოებულ კრებაზე, ათან ტელევიზორიც ჩავრთე;იმ წამსვე იქ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომელნიც, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ „დიდი გულისტკივილით“ არიან ჩართულნი შემდგომი კათოლიკოს – პატრიარქის არჩევნების საკითხებში.

სავსებით გასაგებია, რომ ახალი პატრიარქის არჩევნები ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს ასეა ყველგან და არა მარტო საქართველოში!!! სანამ ჩემეულად აგიხნით რა მოხდება 28 აპრილს, მანამ უწინარესად მინდა შემოგძახოთ:ყველას, ყველას, ყველას – ყველა მღვდელმთავარი მოგიწოდებთ რომ დაწყნარდით, ნუ ტეხავთ ჭიქაში ქარიშხალს.

არც ერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას. და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას! ყველას უნდა გესმოდეთ სად და რისი უფლება გაქვთ!!!

მოდი, ჩემებურად აგიხსნით არჩევნების პროცედურას: დაახლოებით ისე როგორც„ ინდაური მის ჭუკს ისე აუხსის არწივის ნათქვამს, რომ ჭუკმა გაიგოს“საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ეტაპად.საპატრიარქო არჩევნების 1-ლი ეტაპი გაიმართება 28 აპრილს წმ. სინოდის სხდომაზე. ამ კრებაზე შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი.

ამ დღეს, შევიკრიბებით 39-ი მღვდელმთავარი, რომელნიც ფარული კენჭისყრით გამოვირჩევთ, თუ ვის მვიიჩნევთ ჩვენი შეხედულებით, მომავალ საპატრიარქო კანდიდატად.კრების დაწყებამდე კი 39-ივე მღვდელმთავარი, ქირიტონიის მიხედვით, მივალთ ხმების დამთვლელი კომისიის თავჯდომარესთან, რომლისაგანაც მივიღებთ საპატრიარქო გერბით და საარჩევნო ბეჭდით დამოწმებულ ბიულეტენებს;- შემდგომ სათითაოდ შევალთ ხმის მისაცემ კაბინაში და სრულად დავწერთ ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატის სახელსა და ტიტულს, ეპარქიის მითითებით; ვისაც სურს, შეუძლია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც!

დავკეცავთ ამ ბიულეტენს, ჩავდებთ სპეციალურ კონვერტში და მოვათავსებთ გამჭირვალე ყუთში, რის შემდეგ დავიკავებთ სახელობითად ჩვენთვის განკუთვნილ ადგილებს.- ხმების მიცემის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის წევრი ეპისკოპოსები კრების წინაშე გახსნიან საარჩევნო ყუთს და დაიწყება ხმის დათვლის პოცედურა;- ხმათა იმ რაოდენობის მიხედვით, რომელნიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს. შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი.- კომისიის თავჯდომარე ყუთიდან სათითაოდ ამოიღებს ბიულეტინებს და გადასცემს კომისიის წევრ ქირიტონიით უპირატეს მღვდელმთავარს;

ის ხმამაღლა განაცხადებს ბიულეტენში მითითებული კანდიდატის ვინაობას და საჯაროდ აჩვენებს ეპისკოპოსებს ბიულეტინში ჩაწერილი კანდიდატის ვინაობას;- გამოცხადებულ ბიულეტენს ქირიტონიით უპირატესი მღვდელმთავარი გადასცემს ხმების დამთვლელი კომისიის მესამე წევრ ეპისკოპოსს, რომელიც საჯაროდ დასახელებული ყოველი კანდიდატის სახელს ასახავს ოქმის ფურცელში და შეადგენს კენჭისყრის ოქმს.ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე კომისიის წევრების მიერ მოხდება დათვლილი ბიულეტენების დაწვა ყველას თვალწინ, სპეციალურ ჭურჭელში- იმ შემთხვევაში თუ ორი კანდიდატი მიიღებს თანაბარ ხმებს მათ შორის გაიმართება მეორე ტური.

ასე დამთავრდება 1-ლი ეტაპი, რომლის შედეგად მოხდება სამი კანდიდატის გამორჩევა.ეხლა განსაჯეთ, რომელ გარე ძალას და როგორ შეუძლია აქ ზემოქმედება?! გამორიცხულია!!!ანუ 28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი!

ეს სამი კანდიდატი გადის უკვე გაფართოებულ კრებაზე, სადაც გაიმართება არჩევნების მე-2 ტური და და აქაც არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები, რადგან მხოლოდ მათ აქვთ საარჩევნო ხმის უფლება”,- ანტონ ბულუხია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved