• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – რას წერს არჩილ გამზარდია?

ალია ავტორი - ალია
12:51 04-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიხეილ სააკაშვილის შესახებ:

,,მიხეილ სააკაშვილი აჩვენო ყველაზე უარეს პიროვნებად და პოლიტიკოსად, ვფიქრობ, არც ეთიკურია, არც პოლიტიკური და არც სინამდვილის ამსახველი. სააკაშვილის წინააღმდეგ თანაბარი დისკურსი იყოს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დისკურსის არაჯანსაღობას უფრო აჩვენებს.

სააკაშვილის მაკრიტიკებელი და მოწინააღმდეგე ვიყავი მისი მმართველობის დროსაც და შემდგომშიც, არც მისი ამომრჩეველი გავმხდარვარ, მომხრეობაც თუ მოწინააღმდეგეობაც შედეგების მეტ-ნაკლებობის გადააზრებიდან უნდა გამოდიოდეს.

გვერდიდან მეტად უსიამოვნოდ მოჩანს, ვისაც არ ეზარება, მიხეილ სააკაშვილს რომ ახოცავს ხელს, თან ამით მუდმივად უსვამს ხაზს მის მნიშვნელოვნობას.

არის რაღაც, რაც საჯარო ქმედებებში კი არა, ფარდის მიღმა უნდა წყდებოდეს, მაგალითად, რამდენად მომგებიანია ვინმეს პლაკატის დაჭერა, ან ზედმეტად თვითფოკუსირებულობა პოლიტიკურ განცხადებებში და ა.შ. ეს უნდა იყოს პარტნიორულად შეთანხმებული, მაგრამ ვინმეს, მით უფრო ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პატიმარია, მოსთხოვო სიჩუმე, თუ არა და პრობლემის სათავედ გამოიყვანო, არაა ბოლომდე კეთილდინდისიერი. არის რაღაც, რაც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თავად, სიჩუმე იქნება თუ თქმა. არასწორმა იძულებამ გარედან შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს.

ზოგადად, ერთი დიდი პრობლემაა სააკაშვილის პრეზიდენტობის არასათანადო შეფასება, ერთნი მხოლოდ უკიდურესად კარგს ხედავენ, მეორენი უკიდურესად ცუდს. რეალობა კი არც ერთია და არც მეორე. მან შექმნა ბევრი სასარგებლო რამ და არასწორიც და მიუღებელიც. სანამ ის ამ მეტ-ნაკლებობის პრინციპით არ შეფასდება და არ განესაზღვრება სათანადო და ზუსტი ადგილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მანამდე იარსებებს “სააკაშვილის კომპლექსი”, სადაც ერთნი მხოლოდ აგინებენ, მეორენი მხოლოდ აქებენ, არა და ის არც წმინდანია ცხადია, და არც მარგინალი დემონი, რომელიც უნდა აკომპლექსებდეს მხსენებელს.

მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება, რადგან სწორედ ამ მეტ-ნაკლებობის პრინციპით ვმსჯელობ მასზე, სადაც არც მისი ამომრჩეველი ვარ, არც მისი მხარდამჭერი, მაგრამ არც იმის მომერიდება მისი ბევრი სასარგებლო ნამოქმედარი შევნიშნო, ისევე როგორც ის, რაც მიუღებელი იყო ან არის ჩემთვის.“

თეგები: არჩილ გამზარდიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved