• რეკლამა
  • კონტაქტი
00:23, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილი დააჭერინა და გამოაპანღურა… “შავი საქმე” გააკეთებინა მდინარაძეს ივანიშვილმა” – გოგიჩაიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:50 04-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,279

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსთან” თქვა:

“მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილი მოექცა ისე, როგორც ექცევა ყველას, როდესაც გამოიყენებს. ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინა. ღარიბაშვილის, ლილუაშვილის დაკავება თავიდან-ბოლომდე მდინარაძეს გააკეთებინა. „შავი საქმე“ გააკეთებინა. იქ, რაღაც ფულის თემებიც იყო, მოჩვენებითი კორუფციასთან ბრძოლა იყო, ფულის ამოღების მცდელობები იყო, რაზეც ივანიშვილი თვლიდა, რომ ამ ხალხმა კი მოიპარა ფული, მაგრამ ჩემთან არ მოიტანა იმდენი, რამდენიც უნდა მოეტანა.

როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძე დახარბდა თანამდებობას, სუს-ის ხელმძღვანელობას. შვიდი თვის წინ მდინარაძეს რომ იმის განცდა ჰქონოდა, რომ შვიდ თვეში სხვაგან გადაიყვანდნენ, მოისვრიდნენ, რა თქმა უნდა, ის არ გავიდოდა პარლამენტიდან. ივანიშვილმა მდინარაძე გამოიყენა, ბინძური საქმეები გააკეთებინა, ლილუაშვილი დააჭერინა, ღარიბაშვილი დააჭერინა, ის ხალხი დააჭერინა, ვინც „ქართული ოცნებისთვის“ თავს იკლავდა, თავისი საქმე გააკეთა და კარგად იყავი.

ორი სიტყვით რომ ავხსნათ, დაახარბეს თანამდებობას, ხელი მოაწერინეს ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერაზე და 7 თვეში გამოაპანღურეს. ივანიშვილის ბუნებაა, ადამიანი ლიმონივით გამოწუროს და მერე გადააგდოს. ის გაუკეთა მდინარაძეს, რაც აქამდე გაუკეთა ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ამ ადამიანის უმადურობა დაუმთავრებელია, ამოწურავს ადამიანს, ამოთითხნის ბინძურ საქმეებში, ჩირქს მოსცხებს და გადააგდებს.

[სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა] უპორტფელო სამინისტროა, სტაფი იქნება თავიდან ბოლომდე აპარატი და არანაირი ფუნქცია არ ექნება. მეტსაც გეტყვით, ათი კაცი, ვინც მდინარაძეს ურეკავდა ან ის ურეკავდა და ტელეფონს იღებდა, ჩათვალეთ, რომ განახევრდება დღეს და ხვალ. რამდენიმე თვეში შეიძლება ერთმა კაცმა გასცეს პასუხი. ჩვეულებრივად ჩამოლაბორანტებულია”,.

მდინარაძეს ჩააბარეს მინისტრის პოსტი, რომელიც ჯერ არ არსებობს – დეტალები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved