• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრს უპასუხეს – „გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან ეს არ არის ჩვენთვის მისაღები“

ალია ავტორი - ალია
12:18 04-21-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობენ და „ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, დეტალურად შეისწავლოს წამლების მოქმედება და ინფორმაცია მოიძიოს.

მშობლების თქმით, მიხეილ სარჯველაძემ თავის განცხადებაში „ყველა პრეპარატი მომაკვდინებლად გამოაცხადა“ და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ ჰორმონის მოხმარებაზე დატოვა, რომელსაც ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ პროტესტს, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადება არ არის მათთვის მისაღები პასუხი.

„ჩვენ, ახლა, მშობლებმა მოვისმინეთ ბატონი მინისტრის განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ის პრეპარატები, რომლებიც აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე, არ არის ეფექტური და პირდაპირი გაგებით, მან როგორც გადმოგვცა, ეს პრეპარატები არის ბავშვებისთვის მომაკვდინებელი. ამიტომ, ბატონ მინისტრს ვთხოვთ, რომ დეტალურად შეისწავლოს და წვდომა ჰქონდეს იმ კომპანიებთან და იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წამლების ეფექტურობა დადასტურებულია, დასაბუთებულია და ინფორმაცია მოიძიოს ჩვენი მშობლებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არიან ამერიკის, ევროპის მოქალაქეები და მათგან მიიღოს უშუალო ინფორმაცია.

მაგალითად, ბავშვი, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, ბავშვი, რომელიც ვერ გადაადგილდებოდა, ერთ სართულსაც ვერ გაივლიდა, „ელევიდისის“ მიღების შემდეგ, ბავშვმა ცხრა სართული თავისუფლად გაიარა. ამაზე ვითხოვთ პასუხს. მან ყველა პრეპარატი გაანულა და დაგვტოვა მხოლოდ ჰორმონების იმედად. რა პრეპარატიც არსებობს, ყველა ყოფილა თურმე მომაკვდინებელი და დაგვტოვა მხოლოდ და მხოლოდ ჰორმონის მოხმარებაზე, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი, ბავშვებს ასიებს, მომქედებს ძვლებზე და ა.შ.. მან ფაქტობრივად პასუხი ვერ გაგვცა და ჩვენ ვერ მივიღეთ მისგან დასაბუთებული პასუხი. მან, როგორც ჩანს, ზედაპირულად მიღებული ინფორმაცია გადმოგვცა. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან ეს არ არის ჩვენთვის მისაღები პასუხი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved