• რეკლამა
  • კონტაქტი
16:50, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:16 04-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

17-19 აპრილს “ექსპო ჯორჯიამ” სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა.

თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა – „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში – შესყიდვები და გადაწყვეტილებები“. კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მცირე და საშუალო მწარმოებლებს რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებათ.

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, მხარს უჭერს სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს კომპანიებს საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის მსხვილი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. გასულ წელს ქვეყნის მშპ-ს 17% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა, თიბისის წილი კი ამ ბაზარზე 45%-მდეა და ლიდერის პოზიცია გვიჭირავს. ბოლო წლებში სწრაფად გაფართოვდა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარიც – გაორმაგდა თიბისის დაფინანსებაც და ბანკის პორტფელმა 730 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით: Caucasus Build-ის პლატფორმით ვაძლიერებთ ბიზნესკავშირებს, ვაზიარებთ გამოცდილებას და ვქმნით რეალურ შესაძლებლობებს კომპანიებისთვის. ამით ხელს ვუწყობთ სექტორის ზრდას და ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას”, – გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„Caucasus Build არის პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სამშენებლო სექტორის მთავარ მოთამაშეებს და ქმნის სივრცეს ახალი პარტნიორობებისა და რეალური ბიზნეს შესაძლებლობებისთვის. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება და მასშტაბი, რასაც გამოფენა სთავაზობს როგორც პროფესიონალებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ სამშენებლო თუ სარემონტო პროექტებს გეგმავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპო ჯორჯია იყოს ადგილი, სადაც ყალიბდება თანამშრომლობა კომპანიებს შორის და იწყება ახალი პროექტები”,- რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved