• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ფასების ზრდა რომ არ გაგრძელდეს, უნდა დაწესდეს ფასების ზედა ზღვარი და აქციზის გადასახადი განახევრდეს” – თაზო დათუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:55 04-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
232

,,ლელოს” წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, რომ დროებითი ღონისძიებით, აქციზის გადასახადი განახევრდეს, ფასებზე კი ზედა ზღვარი დაწესდეს.

“როგორც ვამბობდით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო უგუნური პოლიტიკა ფასებთან მიმართებით და ძალადობრივი დამოკიდებულება ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი უკუშედეგს გამოიწვევდა, ასეც მოხდა. კიდევ ერთი ინდექსი ემატება საქსტატის სასურსათო მონაცემების ზრდას, ეს არის საქართველოში პროდუქციის წარმოების ინდექსი, რომელიც აგრეთვე გაიზარდა. ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა პროდუქტის წარმოება, ფაქტობრივად, გაზრდილია. ეს არის მარტის მონაცემები და ამ ყველაფერს დაემატება კიდევ საწვავის ფასის ზრდა შემდეგ თვეებში და კატასტროფულ მონაცემებამდე მივალთ. ერთი მხრივ, უგუნური პოლიტიკა და მეორე მხრივ, საწვავის ფასის ზრდასთან მიმართებით უმოქმედობა ქართული ბიზნესისთვის ძალიან მძიმე და სავალალო შედეგებს გამოიწვევს.

კერძოდ, დამუშავებული მრეწველობის პროდუქციაზე ფასი გაიზარდა 5%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03%-ით ახდენს გავლენას, კვების პროდუქტებზე 7.8%-ით და სასმელ პროდუქტებზე 6.2%-ით არის ზრდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-ით ზრდა, ხოლო, წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით. აღსანიშნავია ჯგუფში შემავალი ფასების ზრდა – სასმელებზე და რაფინირებულ ნავთობზეც, ანუ საწვავზეც.

საწვავის გარდა, მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის საფასური პირველი აპრილიდან გაიზარდა 33%-ით, ანუ შემდეგ თვეს უნდა ველოდოთ ნეგატიურად კიდევ დაკორექტირებას ამ ინდექსის. მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ შეწყვიტეთ ეს მავნებლობა, ფასების კომისიები, სუს-ის შევარდნები სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამ ყველაფრის სათავეში დგას ირაკლი კობახიძის, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრის უგუნური ინიციატივა, რომ ეს პროცესი დაეწყო, რასაც კასკადურად მოჰყვა ის მასკარადი, რომელსაც ახლა ვუყურებთ მათ შორის პარლამენტში. პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ ეს უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა.

გამოსავალი იმისთვის, რომ ფასების ზრდა არ გაგრძელდეს, არსებობს, ეს გამოსავალი არის – დროებითი ღონისძიებით განახევრდეს აქციზის გადასახადი, დაწესდეს ფასების ზედა ზღვარი. ამ ორიდან ერთ-ერთიც კი იქონიებს ეფექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბეს დააზღვევს უფრო მეტი გაღარიბებისგან. იმოქმედეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კობახიძემ, რადგან მთელ ამ ავანტიურაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მას, რომელმაც წამოიწყო ეს პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც კრახით მთავრდება”

თეგები: თაზო დათუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved