• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დანიშნულმა ”პატრიარქმა”  შესაძლოა განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს ეკლესია” – ეპისკოპოსის მიმართვა “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
20:27 04-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის, სოვიალურ ქსელში, განცხადებას აქვეყნებს და “ოცნებას” მიმართავს:

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო:

ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების,რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება.შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია,რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან,თუმცა ყოვლად დაუშვებელია,ირიბადაც კი,ამ პროცესებში ჩარევა.

მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: “ეპისკოპოსი,რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას,განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე ყველა მისი თანამზრახველი.”

კანონის თანახმად ეპისკოპოსების,პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა.ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც.ეკლესია ყოველთვის გმობდა,ეპისკოპოსის დადგინებისას, სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას.მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს.ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს, როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული – ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი – და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს, რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს.

ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სულიწმინდით გამორჩეული პატრიარქი, ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა “დანიშნული” პატრიარქი,  რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს – რისგანაც დაგვიფაროს უფალმა!

მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება.ამინ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved