• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, კვირა, 19 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას” ყველა ნაბიჯი აქვს გათვლილი და ჩვენი ბრძოლა არის სპონტანური” – მამუკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:19 04-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
911

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

დავწერ ცოტნე ივანიშვილზე.

პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან არ მომწონს, როცა ქართულ ოცნებას ყველა ნაბიჯი აქვს გათვლილი და ჩვენი ბრძოლა არის სპონტანური, დაუგეგმავი და ხშირად ემოციური. ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარესაა, მაგრამ სტრატეგია ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.

გავაგრძელებ იმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 2028 წლის არჩევნების მოგება არ იქნება მარტივი. კი მოუწევს გაყალბება, კი მოუწევს ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ მარტივი ნამდვილად არ იქნება.

ასევე, მოვეშვათ ილუზიებს და ვთქვათ, ოპოზიცია აუცილელად გავა საპარლამენტო არჩევენებზე. არავინ დააბოიკოტებს საპარტლამენტო (ხელისუფლების შემცვლელ) არჩევნებს. ისიც ვთქვათ, რომ საზოგადოების უმრავლესობაში გაიზარდა არჩევნებში გასვლაზე დადებითი განწყობა. კვლევები ამას ცხადყოფს. არც ქუჩაში გამოდის ხალხი, დიდად არც არჩევნების სჯერა, მაგრამ არჩევნებზეც რომ არ მივიდეს და პირდაპირ დაუტოვოს ველი ოცნებას, არც ეს უნდათ. ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციას რადიკალი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ “კიდევ ერთხელ უნდა სცადონ”.

ამ მოცემულ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილი უკვე ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის. ირაკლი კობახიძის იმედად არჩევნებზე გასვლას ვერ გარისკავს. მას სჭირდება ახალი კანდიდატი და ვინ იქნება შვილზე ერთგული და სანდო? თან პრემიერზე გეცოდინებათ, ასაკობრივი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს. 20 წლის ცოტნესაც შეუძლია გახდეს პრემიერი, მამამისი თუ ამას მოინდომებს.

ბიძინა ასევე ნახულობს კვლევებს, რომლის მიხედვითაც ხალხი (ძირითადი მასა) დაიღალა აგრესიით, შეურაცხყოფების მოსმენით. ამიტომ, მის მიერ ლანძღვაში და აგრესიულ რიტორიკაში გათხვრილი ხალხის შეცვლა სურს შედარებით ახალი კადრებით. გამოიყენებს და მიაგდებს ყველა ბინძურს, განსაკუთრებით კობახიძეს. წინასაარჩევნოდ დაივიწყებს თუ არა მათი ამომრჩეველი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რა უკადრიათ ქოცებს მანამდე? აუცილებლად დაივიწყებს, ბევრს ნამდვილად თევზის მეხსიერება აქვს.

ბევრი არ სჭირდება ბიძოს, 35-40% თავისით რომ ააძლევდეს ხმას, საკმარისია და 15-20%-ს გააყალბებს, მოისყიდის, მკვდარ სულებს აღადგენს, კარუსელებზე ატარებს პასპორტში ჩადებული პირადი ნომრებით. თან ისევ ჟონავს, არ დაგავიწყდეთ. ასე ჩანს ამ ეტაპზე ბიძინას გეგმები, ის ემზადება 2028-ისთვის, წასვლას არსად აპირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved