• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ შეძლო მადიარმა ორბანის დამარცხება? – ამით წაართვა მეტოქეს მთავარი იარაღი!” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:22 04-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა უნგრეთის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მიზების განხილვა. მინდა შემოგთავაზოთ ცოტა განსხვავებული მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ შეძლო უნგრეთში მადიარმა ორბანის დამარცხება.
ორბანი ათწლეულების განმავლობაში იყო უნგრელებში საკმაოდ პოპულარული ლიდერი. მას ჰქონდა სრული კონტროლი დამყარებული მედიაზე, გააჩნდა დიდი ადმინისტრაციული რესურსი, ჰყავდა მთავრობის და პარტიის მორჩილი ძალოვანი უწყებები თუ სპეცსამსახურები, კონტროლს დაქვემდებარებული მსხვილი ბიზნესი, რომელშიც ორბანის ნათესავ მეგობრების წილი ძალიან დიდი იყო. მსხვილი ბიზნესი სახელწმიფო ტენდერებსა თუ შეკვეთებში გამარჯვების სანაცვლოდ მხოლოდ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ შემწირველები იყვნენ. მმართველ პარტიაზე იყო მორგებული შერეული საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობრივი უპირატესობით. ოლქები ისე იყო დაჭრილი, რომ დასახლებებს (პატარ ქალაქები, სოფლები) სადაც ორბანს მეტი მხარდაჭერა ჰყავდა, პარლამენტში მეტი დეპუტატი გაჰყავდა, ვიდრე დიდ ქალაქებს, სადაც ძლიერი იყო ოპოზიცია. კარგად იყო აწყობილი ამომრჩევლის მოსყიდვის მექანიზმები, დაწყებული კარტოფილის დარიგებიდან, დამთავრებული პირდაპირ ფულით ხმების ყიდვამდე. ე.წ. ტრადიციული ოპოზიცია მარგინალიზებული და დასუსტებული იყო. ანუ ორბანს და მის პარტიას არჩევნების გაყალბებით მოგებისათვის აუცილებელი ფაქტორების მთელი ის „ბუკეტი“ ჰქონდა, რაც „ნორმალურ“ ავტორიტარულ ქვეყნებში გვხდება.
ჩემი აზრით მადიარი სწორად მიხვდა, რომ არჩევნების მოსაგებად საკმარისი არ იყო მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გულის მოგება, რომ აუცილებელი იყო ორბანისა და მისი პარტიის, „ფიდესისთვის“ ტრადიციული ელექტორატის ნაწილის მაინც წართმევა. მადიარის კამპანია სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა. ის კი არ ლანძღვდა ორბანის მომხრე ამომრჩეველს, არამედ მათთან მისასვლელი გზების პოვნას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.
უნგრეთში ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში სრულად აკონტროლებდა საერთოეროვნულ მედია საშუალებებს. მისი მეშვეობით ორბანი წლების განმავლობაში წარმატებით ეწეოდა ეროვნულ-კონსერვატიულ და ანტი-ლიბერალურ კამპანიას. ორბანმა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ნარატივებზე იდეოლოგიურად „აღზარდა“ ფიდესის მომხრე ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება, ხოლო თავის ოპონენტებს ლიებრალური და მემარცხენე ბანაკიდან წარმოაჩენდა არა როგორც უბრალოდ პოლიტიკურ მეტოქეეებად, არამედ ეროვნული ღალატის და უცხო ძალების აგენტ პოლიტიკოსებად. ამ პროპაგანდისთვის აბსოლულუტური ძალმოსილების მისაცემად ორბანმა სრული კონტროლი დაამყარა ადგილობრივ მედიაზე. საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო (M1, Kossuth Rádió და სხვ.) გადაიქცა მთავრობის პროპაგანდის ინსტრუმენტად, ყოველდღიური პირდაპირი კავშირით პრემიერის პრეს-სამსახურსა და რედაქციებს შორის: რა ამბავი უნდა გაშუქდეს, როგორ ჩამოყალიბდეს და რომელი სათაური გამოიყენონ და ა.შ. სახელმწიფო მედიებში ოპოზიციას თითქმის არ აძლევდნენ სიტყვას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რამდენიმე წუთი არჩევნების წინ. 2017–2018 წლებში ყველა რეგიონული გაზეთი და ადგილობრივი რადიო/ტელევიზია შეისყიდეს ორბანის მეგობრებმა (ლორინც მეშაროში, ჰაინრიხ პეჩინა და სხვ.) და ისინი Fidesz-ის მოკავშირეების ხელში გადავიდა.
ამ პირობებში, როცა ორბანმა პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ათეული წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ფიდესის ამომრჩევლის ქრისტიანულ-კონსერვატიული შეხედულებები, ტრადიციული, ლიბერალური თუ მემარცხენე იდოლოგიის ოპოზიცია (DK, Momentum და სხვ.) ვერასდროს გაიმარჯვებდა, რადგან ბევრი ამომრჩევლისთვის (განსაკუთრებით სოფლად და პატარა ქალაქებში) ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის მიცემა ნიშნავდა საკუთარი იდენტობის უარყოფას. მადიარმა აირჩია ერთადერთი მომგებიანი ტაქტიკა. მან, როგორც Fidesz-ის ყოფილმა წევრმა, ორბანს გამოაცალა მთავარი იარღი, რითაც ის ყველა არჩვენებს უგებდა ტრადიცულ ოპოზიციას, იდეოლოგირ საკითხზე კონფრონტაცისაა და საზოგადოების იდეოლოგიური პოლარიზების შესაძლებლობა, როცა თავად ორბანი იყო პატრიოტი, უნგრელების ტრადიციული ღირებულებების, ოჯახის სიწმინდის, სახელმწიფოს სუვერნიტეტის დამცველი, ოპოზიცია კი გლობალისტი, უნგრელების ღირებულებების მტერი, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი აგენტი, სექსუალური უმცირესობების ინტერესების დამცველი და ტრადიციული ოჯახის მტერი. თითქოს პარდოქსულად ჟღერს, მაგრამ მადიარმა ორბანთან დასაპირისპირებლად იდეოლოგიური პოლარზაციის ნაცვლად იდოლოგიური დეპალორიზაცია აირჩია და ამით წაართვა მეტოქეს მთავარი იარაღი!
მადიარმა ორბანს არ გაუმართა არჩევნების უმრავლესობისთვის დამახასიათებლი ტრადიციული იდეოლოგიური ბრძოლა აბსტრაქტულ პოლიტიკურ იდეალებზე, ლიბერალი-კონსერვატორი ან სოციალისტი კონსერვატორის ფორმატში, არ შეუტია ორბანს მისივე ძლიერ მხარეზე, (პატრიოტიზმი, ტრადიციული ღირებულებები, ოჯახი, სუვერენიტეტი). პირიქით, მან ორბანისგან გადაიღო პატრიოტული და კონსერვატიული რიტორიკის დიდი ნაწილი, წაართვა ორბანს მონოპოლია „პატრიოტული“, „ტრადიციული“, „ქრისტიანული“, „ეროვნული სუვერენიტეტის“ და „ოჯახის დამცველის“ როლზე. მადიარი ძალიან ზომიერი და პრაგმატული იყო ეკლესიასთან მიმართებაშიც, ის თავად არის კათოლიკე, კამპანიაში იყენებდა წმ. იოანე პავლე II-ის ლოზუნგს „ნუ შეგეშინდებათ“ („Ne féljetek“). Tisza-ს პროგრამაში პირდაპირ ეწერა, რომ ეკლესიებს შეუნარჩუნდება სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ ეს მოხდებოდა უფრო გამჭვირვალედ და სამართლიანად, როცა ეკლესიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების საკითხი და კორუფციული გარიგებები არ იქნებოდა გამოყენებული სასულიერო პირების ლოიალობის მისაღწევად. ეკლესიასთან მიმართებაში მისი ლოზუნგი იყო „თანაბარი პარტნიორობა“ და არა მორჩილება თუ სახელწმიფოს გავლენები. ამით მან მოიპოვა იმ ამომრჩეველთა მხარდაჭერა, რომლებისთვისაც ეკლესიიის პოზიცია მნიშვნელოვანი იყო.
მადიარმა ასეთი ნაბიჯებით გაარღვია ის ბინარული ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ორბანი 16 წელი იმარჯვებდა („პატრიოტი ორბანი vs. „გლობალისტი ოპოზიცია“) მან საკუთარი კამპანიით ორბანის და ფიდესის ამომრჩეველს ბევრად გაუადვილა ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, რადგანაც Fidesz-ის ტრადიციულ ამომრჩევლს შეუქმნა იმის პირობა, რომ ოპოზიციის ხმის მიცემის შემთხვევაში მას არ შექმნოდა დისკომფორტი, თითქოს ის ღალატობდა საკუთარ ეროვნულ იდენტობას თუ რწმენას და ხმას აძლევდა „გლობალისტ მტერს“. ამ გზით Tisza-მ არა მხოლოდ ტრადიციული ოპოზიციური ამომრჩეველი მოიზიდა, არამედ გაარღვია Fidesz-ის ამომრჩეველთა ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი (განსაკუთრებით სოფლად), რაც ტრადიციულ ოპოზიციას არ გამოსდიოდა.
ამასთან ერთად მადიარმა დაარტყა ორბანს იმ თემებზე, რომლებიც ორბანის მმართველობის სუსტი მხარე იყო:
1. კორუფციულ მმართველობით სისტემა – როცა მსხვილი ბიზნესი, სახელმწიფო შეკვეთებსა და ტენდერებში გამარჯვება ორბანის ოჯახის, მისი ახლობლების და პარტნიორების ხელშია, („NER“ — ორბანის ოლიგარქიული ქსელი),
2. ეკონომიკური სტაგნაცია – დაბალი ზრდა, მაღალი ინფლაცია, ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში პრობლემები, ეს საკითხებია რომლებიც უშუალოდ უკავშირდება თითოეული უნგრელი ამომრჩევლის, მათი ოჯახების ცხოვრების დონეს
3. იზოლაცია ევროკავშირისგან – რომელიც მილიარდობით ევროს ბლოკავდა).
მადიარი აკრიტიკებდა ორბანს, მაგრამ მისი კამპანიის მთავარი ნაწილი იყო პოზიტიური შეთავაზებები, როგორ აპირებდა ის მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას:
• ეკონომიკა და ფინანსები
1. EU-ს თანხების „დაბრუნება“ და ინვესტიციები (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, ინოვაციებში — 2% GDP-მდე 2030 წლამდე).
2. მინიმალური ხელფასის გადასახადის შემცირება 15%-დან 9%-მდე.
3. ოჯახური შემწეობის აღდგენა (2008 წლიდან გაყინული იყო).
4. საპენსიო ასაკის შემცირება (40 წლიანი სამუშაო სტაჟის შემდეგ).
5. საჯარო სექტორში (განათლება, სოციალური დაცვა) ხელფასების 25%-იანი ზრდა.
6. (2,6 მლნ ევროზე მეტი შემოსავლების მქონეზე 1%-იანი გადასახადის დაწესება.
7. ჯანდაცვაში დაფინანსების გაზრდა 7%-მდე GDP-დან 2030 წლამდე (დამატებით 500 მლრდ ფორინტი წელიწადში).
8. განათლების რეფორმა: სკოლებისა და უნივერსიტეტების ავტონომია, სავალდებულო განათლება 18 წლამდე.
9. ენერგოეფექტურობის პროგრამების აღდგენა.
10. ბავშვების, ოჯახებისა და პენსიონერების დაცვა (13-14-ე პენსია, SZÉP-ბარათი და ა.შ.).
11. „ევროპაში დაბრუნება“ — ნდობის აღდგენა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი, ევრკავშირიდან დაფინასების აღდგენა ევროზონაში შესვლა 2030 წლამდე.
12. ენერგოუსაფრთხოების დივერსიფიკაცია (რუსეთის დამოკიდებულების შემცირება 2035 წლამდე).
ეს მხოლოდ ნაწილია, მადიარის წინასაარჩევნო დაპირებების. მიუხედავად დიდი პოლარიზაციისა მადიარის და Tisza-ს კამპანია იყო ძალიან პოზიტიური — არა მხოლოდ „ორბანის წინააღმდეგ“, არამედ „უკეთესი უნგრეთისთვის“. ორბანის „ჩვენ vs ბრიუსელი“-ს საპირისპიროდ მან თქვა: „ევროპა = ფული, ინვესტიციები და უკეთესი ცხოვრება უნგრელებისთვის“. ამით მან ორბანს დაარტყა ყველაზე სუსტ ადგილას. ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები და იმედის მესიჯი მას ასევე დაეხმარა Fidesz-ის ტრადიციული ამომრჩევლის ნაწილის მოზიდვაში.
მადიარის ამ ნაბიჯებმა ორბანს გამოაცალა ის იდეოლოგიური საყრდენები, რითაც ის აქამდე იგებდა ყველა არჩევნებს. ორბანი იძულებული გახდა აბსოლუტურად არაადექვატურ რიტორიკაზე წასულიყო. მისი მთავარი მტრის ხატი გახდა უკრაინა, ზელენსკი და ბრიუსელი, ხოლო მთავარი შიში რასაც ნერგავდა ეს იყო ომი. „ჩვენ (მშვიდობა) ან ისინი (ომი)“. Fidesz-ის პლაკატებზე, ტელევიზიაში და გამოსვლებში მადიარს და Tisza-ს ხატავდნენ, როგორც „ბრიუსელის/ზელენსკის მარიონეტებს“, რომლებიც უნგრეთს ომში ჩაითრევენ, ნატო-ს მეშვეობით ჯარებს გაგზავნიან უკრაინაში და უნგრელ ახალგაზრდებს „აღმოსავლეთ ფრონტზე“ დახოცავენ. ფიდესის პლაკატებზე ეწრა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ზელენსკი (ან უკრაინა) გააკონტროლებს უნგრეთის პოლიტიკას ბრიუსელთან ერთად, რომ ოპოზიცია არის ზელენსკის/კიევის აგენტები ან „მარიონეტები“. ეს ყველაფერი იმდენად აბსურდული იყო, რომ თავად “ფიდესის” ერთგული ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღარ დაიჯერა ამ პროპაგანდის.
ორბანის დემაგოგიის საპასუხოდ მადიარმა არჩევნები წარმოადგინა, როგორც არჩევანი უნგრეთის მომავალზე: დარჩეს თუ არა „აღმოსავლეთში“ (ორბანის პრორუსული, იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელიც უნგრეთს EU-სგან აშორებს) თუ დაბრუნდეს „ევროპაში“ (ნორმალური, პროევროპული, დასავლური ინტეგრაცია). მან გააძლიერა თავასი პოზიცია, როცა აჩვენა, რომ ევროპული არჩევანი არ ნიშნავს უნგრული იდენტობის ღალატს. ომის შიშის ნაცვლად მადიარი მუდმივად საუბრობდა შიდა პრობლემებზე, განსაკუთრებით კორუფციაზე („მათ, ვინც გაძარცვეს და გაანადგურეს ქვეყანა“); იგი აჩვენებდა უნგრელებს, რომ კურუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის არქონა იყო ერთერთი მიზეზი, რისთვისაც ორბანი უპირისპირდებოდა ბრიუსელს და ქვეყანას აკარგვინებდა ევროკავშირისგან მილიარდობით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას. მან უარყო და ცილისწამება უწოდა ორბანის ბრალდებებს, თითქოს ის მხარს არ უჭერდა უნგრეთის ჯარის გაგზავნას უკრაინაში. აქაც მისი პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და დამაჯერებელი იყო. ამასთან, ის კარგად იყენებდა უნგრელების უმრავლესობაში არსებულ ისტორიულ უნდობლობას რუსეთის მიმართ და მკაცრად აკრიტიკებდა ორბანს მისი პრორუსული პოზიციის გამო. ამ კუთხით მან კარგად გამოიყენა 1956 წელს, უნგრეთში რუსული ჯარების შეყვანის და ხახლის დახოცვის შემდეგ უნგრელებში პოპულარული ლოზუნგი „Ruszkik haza!“ („რუსებო, სახლში წადით!“). მიტინგებზე მას ოპოზიციის მომხრეები მასობრივად სკანდირებდნენ.
მადიარმა უნგრეთის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გასაგებად ახსნა, თუ რატომ იყო ორბანის პრორუსული პოლიტიკა და შესაბამისად, დაშორება EU/NATO-სგან სინამდვილეში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი.
ეს იყო ძირითადი იდოელოგიური საფუძველი რითაც მადიარმა ორბანს მოუგო. ჩემი აზრით აქ ბევრი რამეა, რაც ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს! კიდევ იყო კამპანისს წარმოები ბევრი დეტალი, მაგრამ ისედაც უზარმაზარი პოსტი გამოვიდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved