• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა ორბანის ავტორიტარიზმსა და ქ/ოცნების ავტორიტარიზმს შორის” – იაგო კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:51 04-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:

,,Fidesz-სა (ორბანის პარტია) და Tisza-ს (მადიარის პარტია) შორის ხმები, ჯერჯერობით, დაახლობით ასე გადანაწილდა – 38%-53%-ზე (ეს განაწილება მნიშვნელოვნად არც შეიცვლება). ასეთ თანაფარდობას აჩვენებდა წინასაარჩევნოდ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც. ანუ, უნგრული არჩევნების შედეგებმა, დასაშვები ცდომილების ფარგლებში, ასახა გამოკითხვების შედეგები. ეგზიტ-პოლი უნგრეთში არ ჩატარებულა, როდესაც შედეგებს შეუძლია მაქსიმუმ 1%-იანი ცდომილებით იწინასწარმეტყველოს არჩევნების შედეგები.

რა მოხდა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? ჩატარდა ორი ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიის ეგზიტ-პოლი, ორივემ ქართულ ოცნებას 41-42% უწინასწარმეტყველა, ხოლო ოპოზიციას – 60%-მდე. პატიოსნად ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვებიც ამას აჩვენებდა.

ანუ, უნგრეთში დღეს არსებული ბალანსი ყოფილ ხელისუფლებასა (ორბანს) და მის ოპოზიციას შორის, საქართველოში ქ/ოცნებასა და ოპოზიციას შორის არსებული ბალანსის მსგავსია.

თუმცა, თუ უნგრეთის საზოგადოებაში არსებული განწყობები არჩევნებშიც გადავიდა და ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია, ასე არ მოხდა საქართველოში, რადგან არჩევნები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულად იყო მანიპულირებული ხელისუფლების სასარგებლოდ. და ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობას იძლეოდა არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს არადემოკრატიული სტანდარტები, არამედ – არაფორმალური „შავი ხვრელები“.

სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ტოლობის ნიშნის დასმა ორბანის ავტორიტარიზმსა და ქ/ოცნების ავტორიტარიზმს შორის. უნგრეთში ორბანს არ მოუვიდოდა აზრად (თუ მოუვიდოდა, არ გამოუვიდოდა) ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ლიდრების დაპატიმრება და მრავალწლიანი პატიმრობის მუქარით მათი დაწიოკება, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მასობრივი მიცემა, მოქალაქეების დაჭერა ტროტუარზე დგომის გამო, ნებისმიერი დონორული თანხის ფაქტობრივი აკრძალვა, ზოგადად, ოპოზიციონერობის აგენტებად კრიმინალიზაცია და ა.შ. დიახ, ორბანმა მოასწრო და ავტორიტარიზმი ააშენა, თუმცა, ეს მაინც იყო „ევროპული“ (ანუ, ზომიერი) ავტორიტარიზმი და არა – ბრუტალური (ბელარუსის მსგავსი) ავტორიტარიზმი.

საქართველოში სწორედ ასეთი – ანტიევროპული ავტორიტარიზმის გამო გაჩნდა ოპოზიციურ მოსახლეობაში აზრი, რომ არჩევნებში ოცნება რასაც უნდა იმას დაიწერს, რომ არსებულ გარემოში არჩევნებს აზრი არ აქვს და რომც გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა (მაგალითად, თბილისის მერის არჩევნებში), მას დაიჭერენ და ა.შ. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ამ განწყობებს წყალი დაუსხა, ხოლო ვინც არ დაუსხა – თავიდანვე წაგებულ თამაშში მოუწია შესვლა.

იგივე რომ არ განმეორდეს მომდევნო არჩევნებში (სულერთია, ეს იქნება დაგეგმილი თუ ვადამდელი არჩევნები), დღესვე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს მოქმედების გეგმაზე და ოპოზიციური ამომრჩეველიც დააჯეროს ამ გეგმის სისწორეში. თანაც, ეს უნდა მოახერხოს არა ერთმანეთის ჩაძირვით (რაც აქამდე ხდებოდა), არამედ ერთმანეთის გაძლიერებით. ესეც უნდა იყოს უნგრული არჩევნების გაკვეთილი ჩვენთვის.“

თეგები: იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved